დიალოგი

Comments

,, მოვიდა საღამო მძიმე და  მოკლე ნაბიჯებით და ეზოში მჯდარს გვერდით მომიჯდა. მოვიდა ზურგზე მოკიდებული დაღლილი დღით და თავი ჩაღუნა. ხელში ახლად ჩასული მზე ეჭირა და სევდიანად გაჰყურებდა მიდამოს.

– რა იქნება, ერთხელ ისე გათენდეს, რომ მე არ მოვიდე? ნუთუ, დაღამებას ელოდება ვინმე…უჩემოდ ხომ უფრო ლამაზი იქნებოდა  სიცოცხლე დედამიწაზე…მე სიბნელე ვარ და ვჭირდები კიი განა ვინმეს?

– იცი? შევხედე საღამოს მუქ თვალებში. მე  გელოდებოდი. აქ, ეზოში დღის ბოლოს ჩამოვჯდები და ვუყურებ, როგორ მოაცმევ დღის  თეთრ სხეულს  შენს თბილ და  მუქ სამოსს მზრუნველი მიჯნურივით და ეს წამი დამიჯერე ულამაზესია, როგორც ცის ლურჯ კამარაზე  მზის ამოსვლა და გათენება.

– მართლა ასეა? მე კი წასვლა მინდოდა.

– მეც მინდოდა წასვლა, ბევრჯერ მინდოდა წასვლა, მეც დავდიოდი ზურგზე მოკიდებული ჩემი დაღლილი დღით და ხელში მეჭირა ჩემთვის ამოსული მზე, მაგრამ… მაგრამ ვერ დავთმობ სიყვარულს გულში ანთებულს, ვერ დავთმობ მზეს ჩემთვის ამოსულს და საღამოს , რომელიც ჩემთვის ღამდება და იცოდე  მე შენ   – ,,ჩემს საღამოს” ყოველთვის გელოდები. გელოდები, როგორც ელოდებიან საყვარელ ქმრებს დღის ბოლოს, რომ მერე მეგობარივით გვერდით მოგიჯდე  ზურგზე მოკიდებული ჩემი დაღლილი დღით და თუნდაც უსიტყვოდ ხელში მეჭიროს ახლად ჩასული მზე ჩვეული  ფიქრით :

უნდა გათენდეს!

უნდა დაღამდეს!

ბუშტებს კი თავად გავბერავ, რომ შავ-თეთრი დღე-ღამე შენს გვერდით ათასფრად  ფერადდებოდეს”

facebook კომენტარები
Choose your Reaction!