მე-როგორც არავინ

Comments

უცნაური დღეა, ისეთი რომ ბევრ რამეზე დაგაფიქრებს და მეც ვფიქრობ. სული მეხუთება, გაქცევა მინდა, გაქცევა შორის ყოველდღიური ყოფითი პრობლემებისგან შორს.იცით, უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტი განვლე და არავინ ვარ, გოგონა – არავინ, წლების წინ სხვანაირად წარმომედგინა საკუთარ თავი. ახლა კი მეშინია, თუმცა შიში ჩემს ცხოვრებას სულ თან სდევდა. საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში კი იყო ის ერთერთი სისუსტე რაღაც დღემდე ვერ მოვერიე. მა, ზოგჯერ როგორ მინდა ჩაგეხუტო, გავჩუმდე და ისევ შენი იმედი მქონდეს. მენატრები, ის შეგრძნება მენატრება რომელსაც შენ მაძლევდი ხოლმე, დავიღალე! დავიღალე ძლიერი გოგონას როლის თამაშით, რომელიც თან ღამობით ტირის და სუიციდზე ფიქრობს

facebook კომენტარები
Choose your Reaction!