სირინოზი

Comments

დაე ოცნება იყოს იმაზე მშვენიერი, ვიდრე პიროვნების სული

და გონების აღმგზებმა ტალღებმა დაფარონ მთრთოლვარე ფრთები.

ტალღების ნაზმა კოცნამ აიტაცოს თოლია ცაში,

ზეცას შემყურე ლურჯმა თვალებმა დაფარონ ცხადი.

ჯერ მშვიდია ზღვა.., მაგრამ ბორგავს, როგორც მომაკვდავის წინ მუხლმოყრილი ქვრივი. არც ნიავი, არც ცრემლთა ღვარი მის დიდებულ ზმანებას ვერ შლის. მიჰყიდეთ სული ზეცას და ის უთუოდ თქვენი გახდება. ცხელ ქვიშაზე შიშველ სხეულს ნაზად ეხება სირინოზის თეთრი ხელები. ნელ-ნელა მიიწევს სილურჯისაკენ და მისი თვალების უტყვი სიმშვიდე მგზნებარე ალში იწვის ლურჯად. თრთის ტუჩები ნდომით აღვსილნი, ბაგენი წმინდა და ცბიერი. თრთიან ვით ტალღები ქარბუქის უწინ. გრილი სუნთქვა ეხება უგონო ნაკვთებს და მიაქანებს მოლივლივე “ცაში”, შორს თოლიებისკენ…

facebook კომენტარები
Choose your Reaction!