რა არის მომავალი?

0

ოცნებები,სურვილები,ნატვრა,მიზნები,დაპირებები…როცა გკითხავენ,,რა არისმომავალი?”პასუხად ეს სიტყვებიც საკმარისია.

თავდაპირველად ვოცნებობთ,რადგან შევქმნათ ჩვენი სურვილები,შემდეგ,,გადარჩეულ”(რეალობასთან ახლოს მდგომ)ნატვრებს მიზნებად ვაქცევთ და ვპირდებით,(თუნდაც ჩვენს თავს)რომ მიზნები რეალობად იქცევა.

მ ო მ ა ვ ა ლ ი  და  მ ი ზ ნ ე ბ ი-აი აქ უკვე მოქმედებაა საჭირო,აქამდე თუ ყველაფერსგონებაში ვხარშავდით,ახლა ამ მოხარშულის დაგემოვნებაა საჭირო.

გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა:შექმენი შენი მიზანი,იმოქმედე შენი გონებით,შენ შენი მიზნების წინაშემარტო ხარ.-რა მკაცრი სიტყვებია,ამას მხოლოდ იმედგაცრუებული ადამიანი თუ იტყვის.ისადამიანი,რომელსაც პირველი მიზანი ნამსხვრევებად ექცა,რომელმაც გამოუცდელობისგამო,პირველ საფეხურზე წარმატების მიღწევისას გაიხარა და თქვა,,მე ეს შევძელი”,თუმცაიმაზე არ დაფიქრებულა რომ პირველ წარმატებულ საფეხურს შეიძლება მეორე წარუმატებელისაფეხური მოჰყვეს.მაგრამ ეს იმ ადამიანის სიტყვებია,რომელიც მომავალში ხედავს საკუთართავს მის მეორე მიზანთან.

მ ო მ ა ვ ა ლ ი   და  ი მ ე დ ი- ალბათ, ერთ-ერთი მთავარი პირობა მომავლის შექმნის იმედია.

გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა:გქონდეს იმედი შენი თავისა,დაივიწყე წარსული და შექმენი მომავალიიმედით-ეს სიტყვები ალბათ პოზიტივით სავსე გულის მქონე ადამიანს ეკუთვნის.ადამიანსრომელსაც წარსული აღარ აიტერესებს,რადგან მისგან უკვე ის ისწავლა,რითაც მომავალშიიმედიანად ყოფნას შეძლებდა.

მ ო მ ა ვ ა ლ ი   და   წ ა რ ს უ ლ ი-ალბათ ფიქრობთ,წარსული მომავლის ანტონიმია,მისგანსრულიად განსხვავებული და რა აკავშირებს მათ ერთმანეთთან?პასუხი თქვენსწინაშეა:,,როგორ იარსებებს მდიდარი ღარიბის გარეშე?ვისთან მიმართებაში იქნება ისმდიდარი?ან როგორ იარსებებს სიმახინჯე სილამაზის გარეშე?განათლება-უმეცრების,მზე-მთვარის,სინათლე-სიბნელის გარეშე?ყველაფერი ხომ შეფარდებითია,ერთი მეორეს უნდაავსებდეს,მხოლოდ მაშინ ეძლევა ყოველივეს ფასი”.სწორედ ასეა წარსული დამომავალი.წარსულის გარეშე მომავალი ვერ იარსებებდა,წარსული რომ არა,რასთანმიმართებაში მოვიხსენიებდით მომავალს?

მ ი ზ ა ნ ი, ი მ ე დ ი, წ ა რ ს უ ლ ი-თქვენს წინაშეა მომავალი!დიახ,წინა ხუთისიტყვიდან,რომელიც მომავალს ახასიათებდა შევძელი და სამი ჩამოვაყალიბე.ახლა,როცაგკითხავენ ,,რა არის მომავალი?” შეგიძლიათ მხოლოდ ეს სამი სიტყვა უპასუხოთ.მაგრამ თუუფრო დაწვრილმანებით ეძებთ ამ კითხვაში პასუხს და გსურთ მხოლოდ ერთი სიტყვითდახასიათება მომავლისა(რომელშიც უფრო მეტი აზრია ვიდრე სხვა დანარჩენის ორმეტრიანდასაბუთებაში)ის აქვეა-წარსული!!!

ყველაზე დიდი წვლილი თქვენი მომავალის შექმნაში წარსულს მიუძღვის. სწორედ წარსულშიმიღებული გამოცდილებიდან გამომდინარეობს მიზნების იმედიანად შესრულებამომავალში.ალბათ,ყველა ვთანხმდებით იმ აზრზე რომ მომავლის შესაქმნელად წარსულისდავიწყებაა საჭირო მაგრამ წარსული რომ არ ყოფილიყო რას დავივიწყებდით?რის ხარჯზეწარმოვაჩენდით ჩვენს რეალურ ძალებს?რასთან მიმართებაში ვიბრძოლებდით?,,იმისათვისრომ წინ წახვიდე სულ მცირე ერთი მტერი მაინც უნდა გყავდეს”ამ შემთხვევაში ჩვენი,,მტერი”ჩვენი წარსულია, რასთან მიმართებაშიც გვიწევს ბრძოლა,რის ხარჯზეც წარმოვაჩენთჩვენს რეალურ ძალებს და რასაც დავივიწყებთ როცა მას ,,ზედმეტად”მივიჩნევთ.

ახლა კი თქვენ გეკითხებით,თქვენი აზრით,,რა არის მომა’ვალი?”

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!