fbpx

კასიოპეას რეკვიემი – ღამე მეორე

8a967d3ed7ae95913c3afba59c2bfe06
0

მგზავრი… 

ქარიშხლიან ღამეს ქოხში შეხიზნული მგზავრი… წერილი ლამაზი, გრძელი თითებით სწრაფად იწერება, თითქოს სული, გონება და სხეული იდეალურ ჰარმონიაშია ერთმანეთთან და სინქრონში მუშაობენ. 

” ჩემო ძვირფასო, ჩემთვის შეუძლებელია უთქვენოდ არსებობა. მსურს ამ წერილით კიდევ ერთხელ გამოვხატო თქვენდამი ღრმა პატივისცემა და მოწიწება. 

 მომენატრა თქვენი ალერსიანი ხმა, რომელიც სიყვარულით მკიცხავს ან მანებივრებს კეთილი სიტყვებით, რომელთა 85%-ს შესაძლოა არც ვიმსახურებდე. 

 აქ, უთქვენოდ, ძალიან ცივა, მილორდ. ირგვლივ მხოლოდ ქარის ზუზუნი ისმის და ბნელა. ისე საშინლად ბნელა ამ ვარსკვლავებით მოჭედილ ღამეებშიც კი, რომ მეშინია…

მეშინია თქვენამდე ვეღარ მოვიდე… 

მეშინია ამ გრძნობებმა ვეღარ მოაღწიონ თქვენი სახლის ზღურბლამდე. 

თუმცა მიხარია! 

მიხარია, ასეთი ძლიერი რომაა ჩემი განცდები თქვენდამი. 

მინდა მათში გაგხვიოთ… მათი სურნელებით და შეხებით გაგაბრუოთ. 

მხოლოდ ჩემთან. მხოლოდ ჩემთვის! ” 

კონვერტი დაილუქა. სანთლები ჩაქრა. 

კუთხეში თაგვი აჩხაკუნდა

და გარეთ გრიგალი დანავარდობდა. 

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!