fbpx

პანდემია – მსოფლიო იზოლაციაში

0

მანქანა რესტორნის წინ შეჩერდა. კაცი ჯერაც ნერვიულობდა, ისე თითქოს პირველი შეხვედრა ყოფილიყოს, საათზე დაიხედა ჯერ კიდევ ნახევარი  საათით ადრე იყო მოსული, ასე რომ დრო ჰქონდა ამოსასუნთქად,  “როცა მორჩება დაგირეკავ” უთხრა მესაჭეს და მანქანიდან გადავიდა. ნაზმა ნიავმა თმა აურხია კაცს, მარჯვენა ხელით თმა შეისწორა და რესტორნისკენ წავიდა. მეკარემ კარი გამოუღო და მიესალმა, კაცმა თავი დაუხარა, ოდნავ გაუღიმა და შევიდა რესტორანში, ჯერაც ნერვიულობდა, თითქოს ჯერაც საკირს წინ იდგა და ჰალსტუხს ისწორებდა, თავისი საყვარელი მოლურჯო სმოკინგი ეცვა, რაც ცოტაოდენ თავდაჯერებულობას მატებდა, გზად რესტორნის მუშახელი მიეგება გაუღიმა და კითხა თუ რომელი მაგიდა ჰქონდა დაჯავშნული “მონტე კარლო” უპასუხა კაცმა, შესამჩნევი ნერვიული ტონით და პირადობა გადასცა მუშახელს, მანაც ერთი წუთი მოიცადეთო უთხრა და თავის პლანშეტში ჩაიხედა, კაცი ისევ იქ იდგა, სარკის წინ და მეათედ იმეორებდა თავის სიტყვას. მისი საცოლე ზურგიდან მოუახლოვდა, თავი ბეჭზე ჩამოუდო, ხელები მოხვია და ყურში ჩასჩურჩულა „ты ради этого и родился, как твои дед и его дед и его прапрадед до него“ კაცს ესმოდა ქალის სიტყვები, მაგრამ ვერ იაზრებდა, ის ფაქტი რომ მისთვის პირველი შეხვედრა არ იყო არაფერს ცვლიდა, რადგან იმ სამყაროში, რომელშიც უკვე წლებია ცხოვრობდა, მეორე შანსს არავინ არ იძლეოდა. მას შესანიშნავი დასაწყისი ჰქონდა და უნდოდა ასეც გაეგრძელებინა. ქალმა კისერში ნაზად აკოცა, მისკენ მოაბრუნა და მისი ხელები მოიქცია თავისაში  „ты готов, просто дыши, дыши глубже и всё будет впорядке” უთხრა ქალმა, ოდნავ შეყოვნდა და შემდგომ გააგრძელა  “ყველაფერი, რაც გჭირდება თავში გაქვს, უბრალოდ მოუყევი მათ შენი იდეის შესახებ და ისინი შეგიყვარებენ“ კაცმა გაუღიმა „საიდან იცი?“ „როცა მე მომიყევი – შემიყვარდი“ კაცმა შუბლზე აკოცა ქალს და  დაემშვიდობა. როცა პლანშეტში მუშაობას მორჩა „მომყევით“ უთხრა რესტორნის მუშახელმა და წინ გაიჭრა. კაცმა თავი დაუხარა და ისევ ჰალსტუხს დაეპორწიალა, შემდგომ გახედა იმ ხალხს, რომელიც წყნარად ელოდებოდნენ თავიანთ შეკვეთას და წამით წარმოიდგინა საკუთარი თავი, თუ როგორი იქნებოდა მათი მსგავსი ცხოვრება რომ ჰქონოდა, უბრალო და წყნარი.  რესტორნის მუშახელი სამზარეულოს გავლით კიბეებთან შეჩერდა, დინჯად მოსიარულე კაცს უცდიდა, რომელიც ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებდა, როცა მიუახლოვდა ლიფტი გამოიძახა, თან კაცს გახედა და უღიმოდა „დიდი ხანია აქ მუშაობთ?“ კითხა კაცმა „მთელი ჩემი ცხოვრება…სამი თაობაა ეს რესტორანი ჩემს ოჯახს ეკუთვნის“ აუხსნა სიამაყით მუშახელმა. ლიფტის კარი გაიღო და მუშახელმა ხელით ანიშნა შესულიყო, კაცი შევიდა. მუშახელმა პირველ სართულს მიაჭირა და ბარათი მიადო წამკითხველს „სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ“ უთხრა მუშახელმა და გაუჩინარდა. კაცი დაფიქრდა, აინტერესებდა იცოდა თუ არა მუშახელმა ვინ იყო ის და რას საქმიანობდა, ალბათ იცოდა და შემდგომ იმაზე დაფიქრდა, არჩევანი რომ ჰქონოდა ისევ ასე მოიქცეოდა თუ არა. ლიფტში კარი გაიღო, სასიამოვნო სიმღერის ჰანგებმა მოიცა კაცის გარემო და არსაიდან დადებითად დაიმუხტა. ლიფტიდან უკვე თავდაჯერებულმა გადააბიჯა და შევიდა ჰოლში, სადაც კიდევ ერთი მუშახელი შეეგება, სასმელი და საკვები შეთავაზა, თუმცა კაცმა უარი განუცხადა და მადლობაც მოუხადა. მაშინ მუშახელი ოთახში შეუძღვა. „აი, ჩვენი ოქროს ბიჭუნაც მოვიდა, საინტერესოა დღეისთვის რა მოგვიმზადა, რაიმე ისეთი, რაც აქამდე არასოდეს გვსმენია, არა?! “ ახმახი მაგიდიდან წამოდგა და ოთახში შემოსულ მამაკაცს ხელის ჩამორთმევით მიესალმა. „დიახ, ჩვეულ რეჟიმში“ მოკლედ უპასუხა კაცმა, ხელი ჩამოართვა და  მომღიმარმა გააგრძელა „ შეიძლება დღის ბოლოს, მისალმებისას, ხელის ჩამორთმევის ათასწლოვანი ტრადიციაც კი შევცვალოთ“ ახმახი ნასიამოვნები ჩანდა „როგორც ჩანს სასიამოვნო დრო გველოდება წინ, არა?!“ უთხრა ახმახმა და ჰოლში გავიდა. კაცი მაგიდაზე დაჯდა, როგორც ჩანს მართლაც ადრე მოსულა, მუშახელმა მარჯვენა ხელით მეოთხედამდე შევსებული ვისკი დაუდო, მეორე ხელით კი მაგიდაზე პოკერის ჩიპები დააწყო. კაცის ნერვიულობა თითქოს ოთახის ზღურბლზე დარჩა, ახლა თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. ჭიქა ხელში აიღო, ოდნავ შეათამაშა და მხოლოდ ამის შემდგომ მოსვლა – ერთ ყლუპად.

ოთახი შეათვალიერა, მის გარდა კიდევ 5 ადგილი იყო მაგიდაზე, მაგიდის გვერდით საკიდი, სადაც ახმახის კოსტუმი ეკიდა, მის უკან კი მცირე ბარი, რომელიც სასმელითა და პოკერის ჩიპებით ამარაგებდა მოთამაშეებს. ზუსტად საღამოს ექვს საათზე უკვე ყველა შეკრებილიყო, კაცი სათითაოდ ართმევდა ხელს ახალმოსულებს და ცდილობდა მათ სახეზე რაიმე ამოეკითხა, თუმცა უშედეგოდ, რაც არც გაკვირვებია. ეს ხალხი სამოცწელს გადაცილებულები იყვნენ და იმ თამაშს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც შეუერთდა, მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრება თამაშობდნენ, წესებიც კარგად იცოდნენ და მოქცევაც, მაგრამ ის ფაქტი, რომ თავის დროზე ისინიც ზუსტად მის მსგავსად ახალბედები იყვნენ თავის დამშვიდების საშუალებას აძლევდა.

თამაში დაიწყო. წესების თანახმად ყველა საკუთარ იდეაზე საუბრობდა პოკერის თამაშის განმავლობაში და მხოლოდ ერთადერთი გამარჯვებული წყვეტდა ვისი იდეა განხორციელდებოდა მომავალში. საუკუნეების მანძილზე არავის, არასდროს სხვისი იდეა არ აურჩევია და ეს ერთგვარი ტრადიცია იყო, რადგან ყველა საკმაოდ მომზადებული და თავდაჯერებული წარადგენდა ხოლმე საკუთარს, თანაც თამაშს მხოლოდ გასართობად ხომ არა –  გასამარჯვებლად თამაშობენ.

კაცის მოპირდაპირედ ახმახი იჯდა, რომელიც შიგადაშიგ უღიმოდა ხოლმე და რომლის იმედიც ჰქონდა, პირველივე შეხვედრიდან მას მიიჩნევდა მის მხარდამჭერად. მის გვერდით, მარცხნივ, ჩაფსკვნილი მელოტი კაცი იჯდა, უცნაური ულვაშით, რომელზეც არავინ არასდროს საუბრობდა, მის მარჯვნივ ბანტიანმა მწვანეთვალება მამაკაცმა მორიგი ფსონი გააკეთა და მის მოპირდაპირედ მჯდომ ფერადსათვალიან მამაკაცს გახედა, რომელიც თავის იდეას უზიარებდა მოთამაშეებს. ახმახი ჩაეჭრა და მის მარცხნივ მჯდომ ხელჯოხიან კაცს მიმართა „როგორ ახერხებ რომ ყოველთვის ყველაზე ცოტა ჩიპი გიწყვია მაგიდაზე? არადა მხოლოდ მესამე დარიგებაა ჯერ“ ხელჯოხიანმა კაცმა არაფერი უპასუხა, უბრალოდ გაუღიმა. ფსონის დადების ჯერი მელოტ ულვაშა მამაკაცზე მიდგა, რომელიც ყოველი ფსონის გაკეთების წინ საათზე იხედებოდა, თითქოს დრო ეწურებაო.

თამაში გრძელდებოდა და ყველა მის იდეას ნელ-ნელა აჟღერებდა მაგიდაზე, საუბარი იდეებზე პირველი ფერადსათვალიანმა მამაკაცმა წამოიწყო, მისი აზრით, საინტერესო იქნებოდა თუ რამდენიმე წელში ე.წ. „პლასმასის ნაკეთობანი“ მთლიანად ამოვიდოდა ხმარებიდან და მას ბუნებისთვის უფრო სასარგებლო „ნაკეთობებით“ ჩაანაცვლებდა. მისი გამარჯვების შემთხვევაში აპირებდა პლასმასის ნაკეთობების მიერ გამოწვეული დაბინძურება ნელ-ნელა, თუმცა მთლიანად მოეგროვებინა, ყველა კონტინენტიდან და დედამიწა გაეთავისუფლებინა მისი „ჰეგემონიისაგან“.  ახმახის იდეა კი შემდეგში მდგომარეობდა: ხელმისაწვდომი გაეხადა დედამიწაზე არსებული ღირსშესანიშნავობები ყველა მოკვდავისთვის, რადგან ერთი სიცოცხლე ნამდვილად არ ეყოფოდა საკმარისი თანხის შეგროვებასა და შემგომ დახარჯვას დედამიწის სილამაზეების სანახავად. შემდგომ ჯერი ჩვენს კაცზეც შედგა, უკვე შუა თამაში იყო და დანარჩენი მოთამაშეები აღარ თამაშობდნენ, რადგან მაღალი ფსონების წყალობით ჩიპები გაუთავდათ. ჩვენი მამაკაცის იდეა მეტად ამბიციური და შთამაგონებელიც კი იყო. „ხანდახან რაღაცის შეცვლის ერთადერთი გზა მისი გადაწერაა, არა? განახლება, გაუმჯობესება კი არა, ხელახლა შექმნა. თქვენი იდეები ძალიან საინტერესოა და დედამიწას ნამდვილად უკეთეს ადგილად აქცევს, ვიდრე აქამდე იყო, თუმცა არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომელიც მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერიოდში შეუძლებელს გახდის მათ ბოლომდე მიყვანას…“ ბოლომდე ვერ დაასრულა, რადგან ჩაეჭრა ხელჯოხიანი კაცი „ აქ მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი ადამიანები შევიკრიბეთ, და ფიქრობ რომ აქამდე ისე მოვედით რომ საქმეები ბოლომდე არ მიგვიყვანია?!“ ხელჯოხიან კაცს ახმახი გამოესაუბრა „შენ ეჭრები, ეს კი არ შეიძლება, წესები ხომ იცი, არა?!“ ხელჯოხიან კაცს უკმაყოფილება დაეტყო „ შენი აზრით წესები არ ვიცი?! თავად შევქმენი ეგ [წყეული] წესები“ თქვა შესამჩნევი ბრაზით, გაჩერდა, ისევ ჩვენს კაცს გახედა და ხელით ანიშნა განაგრძეო „ჩემი იდეა არის შემდეგი: გადავწეროთ ყოველი წესი და კანონი, რომელიც ჩვენამდე დიდი ხნის წინ დაიწერა თუ დაუწერლად გადაეცემოდა თაობიდან თაობას…“  ფერადსათვალიანმა მამაკაცმა ხელი აწია და საუბარში ჩაერთო „ მეგობარო, მართალია აქ მოსასმენად ვართ, მაგრამ ყველანი შენზე სამჯერ უფროსები ვართ და სანამ შესავალ სიტყვას მორჩები, ალბათ, რომელიმეს სიკვდილიც მოგვაკითხავს.. შეგიძლია პირდაპირ სათქმელზე გადახვიდე? თანაც ჯერ არ მოგიგია, რომ შენი იდეის განხორციელებას ეყაროს კენჭი, ჩიპები ჯერაც მაქვს და დანებებას არ ვაპირებ“ ჩვენმა კაცმა შენიშვნა თავის დახრით მიიღო, მარცხენა ლოყა ოდნავ მოეღრიცა, თუმცა მაინც განაგრძო „შევაჩეროთ მსოფლიო, აი ეს არის ჩემი იდეა. გავაჩეროთ ის და ყველა ის კანონი თუ რეგულაცია, რაც მას ამოძრავებს. შემდეგ კი შევცვალოთ ყველაფერი ისე რომ არამხოლოდ ჩემი, არამედ ამ მაგიდაზე მჯდომი ყველა ჯელტმენის იდეა გახდეს რეალური, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე..“ ბანტიანმა მამაკაცმა, ბანტი შეისწორა და ჩაერთო „საინტერესოა ამას როგორ აპირებ? ჩვენ ყოველგვარი ძალისმიერი მეთოდების გარეშე მოვახერხეთ ის ცვლილებები, რომელიც ათწლეულების წინ უბრალოდ ფანტაზია ეგონა მაშინდელ საზოგადოებას.. “ თქვა და ახმახს გახედა, რომელიც თითქოს ჩვენი კაცის მფარველი ანგელოზი იყო და მის წყენინებას ყველა ერიდებოდა. ახმახიც საუბარში ჩაერთო „გამომწვევად ჟღერს არა? რა თქმა უნდა, ასეა და მისი შესავალი სიტყვაც ამას არ იუწყებოდა,რომელიც არ დააცადეთ ბოლომდე მიეყვანა?.. მეც საინტერესოდ მეჩვენება და თითქოს შეუძლებლად, მაგრამ გაიხსენეთ, წლების წინ, როცა ეს ყმაწვილი პირველად ჩაერთო ჩვენთან და მისი პირველი იდეა გაგვაცნო ასევე წარმოუდგენელი გვეგონა, არა? მაგრამ „ბლოკჩეინების“ წყალობით მაგალითად ჩემი პირადი სიმდიდრე გაორმაგდა და როგორც ვიცი თქვენიც. მაშინ მხოლოდ სიტყვაზე ვენდეთ და არც ვინანეთ, როცა მთელმა მსოფლიოთ ის იდეა, რომელიც მსგავს პატარა ოთახში გაგვაცნო პირველებს ჩვენ, აიტაცა და ჯერაც მათი მომხმარებლები იზრდება.. დარწმუნებული ვარ ცარიელი სიტყვებით არ მოსულა დღეს და მისი იდეის განხორციელების გზასაც გვეტყვის, როცა თამაშში გაიმარჯვებს“ თქვა და ფერადსათვალიანს გახედა მისი ჯერი იყო ფსონის გასაკეთებლად. „მგონი საკმარისად გაიწელა დღევანდელი შეხვედრა, ამიტომ ვა-ბანკზე წავალ“ თქვა ფერადსათვალიანმა და მთელი ჩიპები მაგიდის ცენტრისკენ მიწია. ახმახი თამაშიდან გამოერთო და დანებება გამოაცხადა, როცა ჩვენმა კაცმა მაგიდაზე კარტი გაშალა და უპირობო გამარჯვებულის მზერით გახედა ფერადსათვალიანს, რომელმაც კარტი დაყარა მიუხედავად იმისა რომ მეხუთე კარტი ჯერაც არ დადებულა მაგიდაზე. ხელებგადაჯვარედინებულმა უთხრა განაგრძეო „გეთანხმები, ყოველგვარი ძალადობა მხოლოდ მეტ პრობლემას შექმნის ვიდრე გამოასწორებს, მაგრამ მე ძალადობა არც მიხსენებია, როგორც მამაჩემი იტყოდა, სხვებს უნდა გააკეთებინო ის, რაც შენ გინდა რომ გააკეთონ, ოღონდაც უნდა გამოჩნდეს ისე, თითქოს ეს მათი იდეა იყო, მათი გამოსავალი…“  ხელჯოხიანმა კაცმა ისევ გადაწყვიტა საუბარში ჩაჭრა „საბოლოოდ იტყვი სათქმელს თუ კიდევ დიდ ხანს ვიცადო“ „პანდემია – მსოფლიო იზოლაციაში. აი ეს არის ჩემი იდეა. ადამიანები საკუთარი ნებით გაჩერდებიან სახლში და საკუთარი უფლებით მოგვცემენ საშუალებას შევცვალოთ ყველა ის წესი და კანონი რომელიც გვინდა, ისე რომ ამის თხოვნაც კი არ მოგვიწევს“

01.05.2020

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!