fbpx

პარფიუმი. (ნაწყვეტი)

0

              ერთი საათით დააგვიანა…  გაუგონარი ამბავია! გულში მხოლოდ ეს ფრაზა უტრიალებდა…ან თვითონ რას ელოდებოდა, ეგეც ვერ გაეგო! თუმცა ალბათ უფრო კაცური თავმოყვარების ამბავი იყო. აი, მობილურის ყიდვაზე, რომ ამდენი არ ეყოყმანა ახლა ასე ნაძალადევი ღიმილით, მესამე ჭიქა წყლით, მაგრამ ამაყი სახით გაურკვევლობაში არ მოუწევდაა ჯდომა.! ჯანდაბას, რაც არის არის, ამ სამ ჭიქა წყალსაც წაუღია სიამაყე! წამოდგა და ის იყო გასასვლელისკენ უნდა გასულიყო, რომ ქალიც მოვიდა. არ მორიდებია პირადპირ თვალებში შეხედა, ფეხზე წამომდგარ, წასასვლელად გამზადებულს და თითქოს ქალს ჩაეცინა კიდეც, ესაა და თითქმის “ვერ ჩაბარებული გამოცდა” რომ მის სასარგებლო ქულას იწერდა გონებაში…. ადგილამდე მოაცილეს, სკამისკენ  გაიწია კაცმა და მიმტანს ანიშნა, გეყოფა მარგალიტებივით დაბერილ მკერდზე ასე ყურებაო, შემდეგ ქალს შეხედა და  თვალი მაშინვე აარიდა. აი, ის გრძნობა იყო, ამ ქალის მზერა ბიძგს რომ გაძლევს მისი შარმი შენი გონებრი შესაძლებლობით და მანერებით დათრგუნო, თორემ მგონი სადაცაა შენს პირად ისტორიულ მოვლენების სიაში პირველ ადგილს ჩაიწერს: ” როგორ დაგთრგუნე და უსუსურად გაგრძნობინე თავი”…. თუმცა თუ თვალებში არა, სხვა ადგილებიც არსებობს, სადაც ყურებისას კი არ იძაბება დუნდება კიდეც. 

       კაბას ეტყობოდა საგულდაგულოდ ჰქონდა მომზადებული ამ დღისთვის, მაქმანები მკერდის ყველა ჩასუნთქვა ამოსუნთქვას იდეალურად იმეორებდნენ, თეთრ ხელებზე და ფაიფურის ყელზე მთელი თანავარსკვლავედი ჰქონდა ხალით მოხატული, თითქოს თავის კუთვნილ ცას დაატარებსო, უკან წელამდე ჩახსნილ კაბას კი წელის სიწვრილე ისე გამოეკვეთა თითქოს კანის მაგივრად კაბას ეჭირა ყველაფერი, რათა არ დამსხვრეულიყო და სუნი? სუნი უბრალოდ არ იყო…! გასაკვირია, როგორც წესი ყველა ბანალურ ფილმსა და წიგნში ხომ ქალს ისეთი სუნამო უნდა ესხას კაცს, რომ არასოდეს ავიწყდება ამ ფიქრებში იყო, რომ ქალმა საუბარი დაიწყო: 

  — მე თქვენ გიყურებდით, დიდიხანია უკვე მოსული ვარ და გაკვირდებით, იცით ვფიქრობდი ღირდა თუ არა მოსვლა… 

 — რახან მოხვედით ანუ ღირდა?! რიტორიკულად შენიშნა მამაკაცმა.   

— არა! უბრალოდ მე ადამიანებზე დაკვირვება მიყვარს, მათი შესწავლა, დასკვნების გამოტანა, აი როდესაც სამარშუტო ტაქსით ვმგზავრომ ხშირად ვაკვირდები ადამიანებს, მათ მანერებს და შემდეგ ჩემთვის მისაღებ სახელებს ვარქმევ, ჩემი შეხედულებისამებრ ისტორიებს ვთხზავ მათზე და ხანდახან თუ ჩემ გაჩერებამდე მოვასწარი კონკრეტულ დასასრულსაც ვუწერ ხოლმე გონებაში.  

— საინტერესოა მე რა ისტორია მომიფიქრეთ?! ისე თუ მაინდამაინც ჩემი აზრის გამოხატვის ნებას დამრთავთ, მგონი აჯობებდა მალე დაგედოთ ჩემთვის პატივი, რომ მოსულიყავით ჩემამდე და მეც ჩემის წყლით  “გაჭყეპვის ცერემონიას” ცოტა გადავდებდი და შემოგიერთდებოდით ისტორიების შექმნის ტრადიციაში….

— იქნებ ჩემი თქვენთან მოსვლით ზუტადაც რომ მოგეცით ნება ჩვენი ერთობლივი ისტორიის შექმნის?!  მართალია ძალიან გაწბილებული მეჩვენებით მაგრამ ვფიქრობ იმედი ჯერ არ გამიცრუებია თქვენთვის.

— 

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!