- ერთი ნახვით შეყვარების არსებობაზე ეჭვის შეტანასაც ვბედავ, თუმც ვიაზრებ, რომ თავად ვარ ასეთი სიყვარულის ,,მსხვერპლი”.ძალიან ადრე შემიყვარდა. ამას ახლა ვიაზრებ.ასეთ ასაკში რამ მომხიბლამეთქი, გაოცებანარევად რომ ვუსვამ ჩემს თავს კითხვას, ვხვდები, რომ მაშინაც კი მხიბლავდა ლამაზი ხმის ტემბრი და მოქნილი აღნაგობა. მახსოვს, სულ პატარა ბავშვი ვიყავი პირველად რომ დავინახე. უფრო სწორად, მეცინება და…გავიგონე. საუბრობდა ზემოთ სართულზე. ავირბინე და მორცხვად ცალი თვალი შევაპარე. ისიც ბავშვი იყო. ტკბილი, ხავერდოვანი ხმის შესაბამისად მშვენიერი აღნაგობით. მოვისურვე მასთან მეგობრობა. ალბათ ეს ყველაზე გაბედული, თამამი და სწორი ნაბიჯი იყო ჩემი გოგოური ცხოვრების მანძილზე.ის კი არ ვიცი როდის მივხვდი რომ მიყვარდა. მისგანაც ვგრძნობდი რაღაცას. ცალმხრივად მსგავსი ურთიერთობის შენარჩუნება ხომ შეუძლებელია?!ეს მას არასოდეს უთქვამს. არც კი წამოსცდენია რომ ვუყვარვარ. ზოგჯერ ამის გამო დარდიც კი მომრევია. მაგრამ თუ არსებობს, ნეტავ, ძალა, რომელიც ჩემი ფიქრის ტალღას შებოჭავს. …და ახალი წლის წვიმიანი ღამესავით იმედგამაცრუებლად მახსენდება, როგორ გავუბრაზდი. ჭკუიდან შემშლელად მაგონდება მისი სახე და თვალები, რომლებსაც ოდნავადაც კი არ მოსცილებიათ ის სითბო და სიყვარულით სავსე გამომეტყველება, რაც მანამდე ჰქონდა. ასკეტური მოთმინებით დუმდა. ამ დუმილმა შემარცხვინა. …და როცა ჩემმა გაუაზრებელმა მჭევრმეტყველებამ უფლება მისცა რამე ეთქვა……ხმარომელიც გონებას მაკარგვინებდა, ხმა, რომლოს გაგონებისასაც ჟრუანტელი მივლიდა და წამი მესიცოცხლებოდა…ერთადერთი იყო, რამაც ოდნავშესამჩნევად გასთქვა მისი კარგადნაცადად დამალული გულისტკივილი….და როგორ ვინანე.ვინანევიფიქრემოვიფიქრეან ვერ მოვიფიქრემართლა სიტყვებია საჭირო სიყვარულის დასამტკიცებლად???..
facebook კომენტარები