fbpx

მკვლელობა ტბის პირას…

0

…სახლის კარიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი და უმისამართოდ გავიქეცი. ცრემლებად ვიღვრებოდი, შიში ძვლებამდე ატანდა და ნელ ნელა შლიდა. სისხლი რომელიც მაისურზე მქონდა მაგიჟებდა, მკლავდა. მისი სიტყვები ჩამესმოდა ყურში, კიდევ ჩამესმოდა და ჩამესმოდა.

-ბოლო იქნები რადგან ნახო როგორ მოვკლავ შენს ოჯახს.-ამბობდა ის.

 თავქუდმოგლეჯილი უმისამართოდ მივრბივარ, მალე გათენდება და მზის პირველი სხივი გაფანტავს ღამის წყვდიადს. დასანანია, შეიძლება ეს ვერ ვნახო.

 უმისამართოდ სირბილმა ქუჩის ბოლოში ტყის შესასვლელთან მომიყვანა, შეჩერების უფლება არ მქონდა, უნდა მერბინა, უნდა მერბინა რადგან გადავრჩენილიყავი.

 ტყეში შევვარდი და პირდაპირ სირბილი დავიწყე, ბევრი არაფერი ჩანდა მაგრამ თვალი მიეჩვია სიბნელეს და წინ ღამის ტყის პეიზაჟი გადმომესახა. ვერ დავტკბებოდი, მომდევდა, ის მომდევდა. მესმოდა როგორ ხრაშუნებდნენ შემოდგომის ფოთლები მის ფეხ ქვეშ, მესმოდა როგორ ტყდებოდნენ ტოტები როცა ის აბიჯებდა. მივრბოდი, მაგრამ არ ვიცი სად. შეიძლება გულის სიღრმეში ვიცოდი კიდეც რომ ვერ გავექცეოდი, შეიძლება ვიცოდი რომ ეს ჩემი უკანასკნელი წუთები იყო და ნელ ნელა ილეოდა. მაინც მივრბოდი, მაინც მივრბოდი წინ, მივიწევდი წინ რათა არ გამოვჩენილიყავი სუსტი. ახლოს ოყო, იმდენად ახლოს რომ თითქმის გარკვევით მესმოდა მისი სუნთქვა. ალბათ ბედის ირონიაა ის რომ ფეხი წინ დაგდებულ დიდ ტოტს წამოვარტყი და დავეცი.

 შეჩერდა.

მაკვირდებოდა, მის მზერას ვგრძნობდი, ვგრძნობდი როგორი მწველი მზერა ქონდა.

რას მიპირებდა? წამებით მომკლავდა? მუცელში გამიყრიდა დანას? თუ გულში? მნიშვნელობა არ ქონდა რადგან იმ წამს ვერაფერს ვგრძნობდი.

 დაიხარა, სახე ახლოს მოსწია, ისე ახლოს რომ მის ამონასუნთქს სახეზე ვგრძნობდი. ნიღაბი ეკეთა მაგრამ მისი თვალები მეცნობოდა, ღრმა, ჩამთრევი ყავისფერი თვალები. ნიღაბი მოიხსნა.

 თვალებს ვერ ვუჯერებდი, ის, ის ვინც ახლა ჩემი ოჯახი წამებით ამოხოდა და მეც იგივეს მიპირებდა ჩემი, ჩემი…

 მუცელში ბასრი ლითონი შემერჭო, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ჯანდაბა, სამჯერ ჩამარტყა მუცელში დანა. იღიმოდა, ეშმაკური ღიმილი აეკრა სახეზე მაშინ როცა მე ვკვდებოდი. უფრო დაიხარა და მოწყვეტით მაკოცა ზედა ტუჩზე, ვერ ვიჯერებდი რომ ის ვინც მიყვარდა მკლავდა. ვერ დამეჯერა.

 წამოიწია და წამოდგა, ზურგი მაქცია და ნელი სიარულით მტოვებდა. მინდოდა დამეყვირა მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, არ ვიცი როგორ მოვიკრიბე ძალა და როგორ ავდექი მაგრამ აღმოსავლეთისკენ, ტბისკენ გავეშურე. თითოეულ ნაბიჯზე უფრო და უფრო მიძნელდებოდა მაგრამ მივდიოდი.

 ტბის ნაპირას გავჩერდი, ხეს მივეყრდენი და სიახლიანი მუცელი შევათვალიერე, ბევრი სისხლი იყო, ყველაზე ბევრი რამოდენიმე წუთი მეცოცხლა.

 თვალში მიბნელდებოდა მაგრამ გარკვევით ვიგრძენი როგორ შემოიჭრა მზის პირველი სხივი დედამიწაზე, დავინახე როგორ გააპო სიბნელე და წინ გაეშურა, ნათდებოდა, ჩემი უკანასკნელი ნათების ხილვა იყო ეს. ნელ ნელა, ჩემი სიცოცხლის წამებიც მიილია და თვალთ დამიბნელდა, წონასწორობა დავკარგე და წინ წავედი, სანამ ჯერ კიდევ ვგრძნობდი ვიგრძენი სახეზე და სხეულში ტბის ცივი წყალი. მერე ყველაფერი დაიკარგა და უკუნითმა შთანთქა…

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!