fbpx

გაიქეცი ბიჭო, გაიქეცი!!!

0

არის მომენტები, როდესაც კონკრეტული ფიქრის მონაკვეთის ტექსტად ქცევის სურვილი მაქვს, თუმცა დროულად თუ ვერ ვახერხებ მის გალიაში მოქცევას, აზრი ქრება, უჩინარდება დროისა და სივრცის უკიდეგანო მორევში, შემდეგ კიდევ ერთი, შემდეგ კიდევ ერთი და ბოლოს, ვჩნდები რუტინულ-რეალურ ყოველდღიურობაში, საიდანაც გაქცევის გზების ძებნა აქტუალური საკითხია, დღესდღეობით.

 ახლა კი, ვფიქრობ შევძელი ფიქრების გალიის კარის დროულად დახურვა, საიდანაც ვეცდები გადმოგცეთ ჩემი მოკრძალებული მოსაზრება არსებულ მდგომარეობაზე. 

ჩემი თაობის ახალგაზრდებში არის ტენდენცია, რომ რეალობა უსახური, საშიში, რამ არის. რისი დანახვაც და აღქმაც, მათ შეუსრულებელ მისიად ეჩვენებათ… მხოლოდ ერთადერთ გამოსავალს პოულობენ “გაქცევას”, თუმცა ვინ რა ფორმით ახდენს ამ ყველაფერს, კიდევ ცალკე განსახილველი საკითხია – იცით? ამ საკითხის პასუხად მხოლოდ ერთი ფრაზა მაგონდება:

“რამდენი კილომეტრი უნდა იარო ან იფრინო დედამიწის გარშემო, რათა საკუთარ თავს გაექცე!”

ამის მიზეზის სრულად გაშლა და ახსნა, ალბათ შეუძლებელია, თუმცა არის რამოდენიმე ფაქტორი, სადაც შესაძლოა ამომავალი წერტილი აღმოვაჩინოთ.

დავიწყოთ შორეული მომენტებიდან, ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში, როდესაც ადამიანის მოდგმამ განვითარება დაიწყო, მაშინაც კი  ადამიანები იმ საკითხს, რომ თითოეულ ადამიანს, გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა გაენაწილებინა. მაგალითად მამაკაცი იყო მონადირე და მოჰქონდა საკვები, ქალი კი ოჯახის კერის დამცველად იგულისხმებოდა… ნაბიჯ-ნაბიჯ, მოხდა ცივილიზაციის მარცვლების ჩაგდება ადამიანთა განვითარებაში. მას შემდეგ კი, გაღვივდა ცივილიზაციის დღევანდელი კერა, მიაღწია ისეთ დონეს, რასაც ახლა ვხედავთ და აღვიქვამთ… თუმცა გარკვეულ საკითხებში ისეთს, რომელიც “ნიჰილიზმადაც” კი მოისაზრება – მოხდა პრიორიტეტების გადაფასება და კატეგორიებად დაიყო ადამიანების მასები.

თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ახლა, ვცდილობ ფსიქოლოგიური ანალიზის გაკეთებას მცდარ დასკვნას გააკეთებთ. მე უბრალოდ, მინდა მოვახდინო ფაქტების კონსტატაცია. რაც, ასევე დამეხმარება საკუთარი თავისთვისაც, გავიგო მიზეზი, ამა თუ იმ სუბიექტის ქცევის მიზნობრიობისა….

ასე და ამგვარად, გვაქვს მოცემულობა ცივილიზებული სამყარო, კატეგორიებად დაყოფილი მასები. დიახ მასები, რადგან კატეგორიების ქვეშ შესაძლოა გავაერთიანოთ სხვადასხვა წარმოშობის, რელიგიური თუ პოლიტიკური ხედვის მქონე ადამიანები. მე მაგალითად, უფრო განზოგადებას მივანიჭებდი უპირატესობას.

დამეთანხმებით ალბათ, რომ თანამედროვე ადამიანების უმეტესი ნაწილი პრიორიტეტად მატერიალურ კეთილდღეობას ისახავს მიზნად. სულიერი და თუნდაც, გონებრივი განვითარება უკანა პლანზე გადააქვთ ავტომატურად. თუმცა დღითიდღე უფრო ძნელდება მატერიალური კეთილდღეობის ნიშის დაჭერა, რაც მათ ფსიქიკაზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს.

რეალობის აღქმა და შინაგანი გამძლეობა ყველას ინდივიდუალური აქვს, რასაც სამწუხაროდ მივყავართ ე.წ “ნიჰილიზმამდე” – სადაც, ჩნდება სურვილი რეალობის უარყოფისა და გაქცევისა იმ სამყაროში, სადაც უფრო დაცულად გრძნობენ თავს. ადამიანების აღქმის კოეფიციენტი და ფსიქიკური ჯანმრთელობა, მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში, იმდენად შემცირდა და დასუსტდა, რომ შეუქცევად პროცესად იქცა. ნუ მიიღებთ ამას, როგორც შეურაცხყოფას, მე სულაც არ მსურს ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება.

უბრალოდ, ვგულისხმობ იმას, რომ, თუ, კონკრეტული ესა თუ ის ფაქტი, ერთი საუკუნის წინ ადამიანში არანაირ შეშფოთებას არ გამოიწვევდა, ახლა შესაძლოა ფსიქოლოგიური ტრავმაც კი მიაყენოს.  ამ საკითხების პარალელურად, კიდევ იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. სადაც, ადამიანებს “ყველაფრის” კეთების უფლება მიეცათ, აღარ არის ის გამოკვეთილი ზღვარი, ადამიანის დასაშვებ და დაუშვებელ ქცევის ნორმებს შორის.

 ამ წინადადებაში, არ იგულისხმება შესაძლებლობების ზღვარი, ნაგულისხმებია მორალური და ეთიკური ნორმები, რის უგულებელყოფასაც ახდენს ხალხი… ე.წ “ჰუმანიზმი” რომელიც, ყველას პირზე აკერია. რეალურ ცხოვრებაში ჩვეულებრივ “სისასტიკედ ” გვევლინება, რადგან ეს “გაქცეული ადამიანები” (ასე დავარქმევდი). ადამიანები, რომელთაც შიში აქვთ რეალური სამყაროსი, იმდენად აგრესიულები გახდნენ, საკუთარ ნაჭუჭს გარეთ ან ნიღაბაფარებულნი, რომ იშვიათად თუ შევხვდებით ჰუმანიზმით აღტყინებულ ადამიანს.

 თუ, მაინც შევხვდით ასეთ ადამიანს, ჯობს, რომ კარგად დააკვირდეთ, ეს მხოლოდ ნიღაბი ხომ არ არის, სოციალური საზოგადოებისათვის განკუთვნილი.  უფრო მარტივად, რომ ვთქვათ სხვების დასანახად მორგებული, რადგან, როგორც ვიცით, საზოგადოებრივი აზრი მოიცავს ჩვენი ცნობიერების უმეტეს პროცენტს და საზოგადოების “გულის მოგება” ჩვენი პიროვნული სიმტკიცისთვისაა მნიშვნელოვანი.

თუმცა, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ვერავინ, ვერსად გაექცევა საკუთარ თავს, რაც არ უნდა საზოგადოებისათვის მისაღებ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. გაქცევის მეთოდების ძებნის ნაცვლად კი, რითაც ხშირ შემთხვევაში იღუპება ესა თუ ის პიროვნება, ჯობს რეალობისაკენ მიმავალი გზები ვეძიოთ.

მეტი ჰუმანიზმი მეგობრებო!!!

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!