სკვინჩა

25
0

  2004 წელს, მოკლეფეხება რუხი წეროსფერი დასდებოდა სექტემბერის საღამოს. ჩემს ცარცისფერ დროისმკვლელზე 18:28 წუთი ილევა (რვიანებს კარგად ვიმახსოვრებ, როგორც სხვა ციფრებს ). ყვითელმუცელას ტბასთან ახლოს_ ჩემს აივანზე, ცის ვაზის ჩრდილში_ ჩალის სკამზე მჯდომს, სიო მანუგეშებს და გრძელ თმებზე(მაშინ მხრებზე დაყრილ თმებს ვატარებდი) გამომწვევად მეღლაბუცება, როგორც წიწკვი გოგო თავის კულულებს. ამ ყველაფერს ერთი უცნაურობაც ახლდა, იქვე ბუჩქნარში სკვინჩა წიწნებდა და თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა ჩემთვის. მე კი ამ დროს_ სხვა საფიქრალი მაქვს, ჩიტის რძეს მივირთმევ და თან ვფიქრობ, თუ რამდენი ჩიტი შეეწირა ჩემს სიამოვნებას.       ახლა 2020 წლის 25 მაისია და საოცრება… სკვინჩას წიწინს მოვკარი ყური, რომელიც შორიახლოს დაფრინავდა და ისევ იმ ”სიმღერას მღეროდა”.. ეს მუსიკა კარგად დაემახსოვრებინა ჩემს მოიისფრო ტვინს და თურმე რა ხდება? მე სუპერმარკეტს ვეწვიე. გამართული და თავდაჯერებული მივდიოდი…  მიუხედავად პირბადეებისა, ვგრძნობდი მომსახურე პერსონალის განწყობას, მეგებებოდნენ და მესალმებოდნენ. ჩემთვის ვფიქრობდი, ნეტავ უფრო ხშირად მევლო ამ სუპერმარკეტშიმეთქი. უეცრად, ტკბილეულობის თაროზე ჩემს ძველ ნაცნობ ჩიტის რძეს წავაწყდი, (თურმე სკვინჩა ტყუილად არ წიწინებდა) ახლა უფრო კარგად გამოიყურებოდა და თითქოს მეძახდა სად ხარ არ მოგენატრეო?! მე უცბად გავჩერდი და თვალი გავუსწორე. კარგად შეეფუთათ, ლამაზად… ვერ დაიწუნებდი. როგორც იტყვიან_” ეს ის თამრო აღარ იყო”. ის უფრო ნატალი ან სოფია იყო ან მონიკა, მონალიზა…ეს ინტიმური სიტუაცია არ გამორჩენია სუპერმარკეტის მოტივირებულ ( იქნებოდა ალბათ 17-18 წლის სასიამოვნო გარეგნობის ცისფერქუდა გოგონა, რომელსაც გეგონება სპეციალურად შეუხამებიაო ქუდი, მის ცისფერ თვალებს, რომელიც ძალიან გამოირჩეოდა სხვა გოგონებისგან) თანამშრომელს. ეს ცისფერქუდა გოგონა მოფარფატდა, შემომანათა თვალები და მითხრა_ ხომ არ დაგეხმაროთო? მე ვუთხარი_კი ძვიფასო ძალიან დამავალბთთქო. რას ეძებთო? მე ვუთხარი ჩიტის რძეს ვეძებმეთქი. აუ მართლაო და კიიიიმეთქი.. ჩემდა გასაოცრად ისე გაუხარდა ცისფერქუდას, რომ სულის სარკე გამოუჩნდა გაბზარული, რომელიც თანდათან უმთელდებოდა ისე , რომ თვალს ვერ მოსწყვეტდი. ამასობაში აშრიალდნენ ვიტრინები და ჩიტის რძეებმა სიმღარა დაიწყეს. აი სწორედ ისე, როგორც სკვინჩა მღეროდა ცოტახნის წინ, სანამ სუპერმარკეტს დავეცემოდი.. ცისფერქუდა გოგონას კი თვალები გაუერთიანდა და ციკლოპუნად იქცა. მაინც საყვარელი იყო და მგონი უფრო ლამაზიც. ამ უცნაურმა სიტუაციამ მარკეტის  ”მენეჯმენტი”გამოაფხიზლა და არ დაგვადგა თავზე დაღლილი ჟირაფივით?! ხოლო მისი  გაშტერებული, უსიამო გამომეტყველება,  ობობას თვალებით გვჭამდა. მეც არ დავიბენი და ჩიტის რძე შევთავაზე. _ინებეთ ღრმადპატივცემულო-მეთქი. პატარახანს გვიყურა, გვიყურა, მობეზრდა, შებეზრდა და წავიდა. ამ სვრცის უვნებობაში გართულს ციკლოპუნაც გამიქრა, როგორც ნამდვილი ზღაპრის გმირი.. და დავრჩი მარტო ჩემს ”მონალიზასთან” პირისპირ_ დანა-ჩანგლის გარეშე.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!
stats-arrow little-delete trophy-icon block-from-chat weather-refresh-icon popup-left-arrow popup-right-arrow register-icon login-icon three-dots-icon small-pin-icon small-calendar-icon services-manage-icon share-post-icon like-post-icon dropdown-arrow-icon accordion-open-icon comments-post-icon accordion-close-icon play-icon remove-playlist-icon save-playlist-icon share-icon heart-icon magnifying-glass-icon cupcake-icon weather-icon star-icon headphones-icon block-from-chat-icon add-to-conversation-icon speech-balloon-icon add-a-place-icon Chat Messages check-icon plus-icon albums-icon photos-icon day-calendar-icon week-calendar-icon month-calendar-icon checked-calendar-icon multimedia-icon settings-v2-icon close-icon logout-icon settings-icon blog-icon status-icon happy-sticker-icon happy-face-icon computer-icon manage-widgets-icon badge-icon newsfeed-icon camera-icon stats-icon calendar-icon happy-faces-icon thunder-icon menu-icon Groups-Icon User-Icon Read-Icon Unread-Icon Friendships-Requests-Icon Invitations---Send-Invites-Icon Edit-Icon Pin-Icon Project-Icon Account-Icon Addresses-Icon Billing-Details-Icon Checkout-Icon Downloads-Icon Orders-Icon Payment-Methods-Icon Track-Icon Shop-Bag-Icon Sound-Icon 217 bytes - 53.73% saving