და შენ ჩაიცვი გახაფხული, მოხვედი ჩემთან – თავხედურად…არც კი გიკითხავს, ისე წამიყვანე მინდორში სიყვარულის ყვავილების საკრეფად.
მერე პეპლები, რომლებიც მათზე ბუდობდნენ, უეცრად ჩემს მუცელში აღმოჩნდნენ და იქ დაიწყეს ფარფატი…
არომატი მწვანე ბალახის და არომატი შენი ტუჩებიდან ამოფრქვეული ბგერების, ჰაერში გაიფანტა და ჩემს მკერდზე აღმოჩნდა შემთხვევით, მომეწება ისე, როგორც შეშინებული და გაჯიუტებული ბავშვი მიეწებება დედას უცხოებისაგან თავდასაცავად.
მერე მომხვიე ხელი, შენი ნაწილი გაზაფხული შემომახვიე, თმაში სინაზე ჩამაწანი და მაიძულე არასოდეს დამვიწყებოდი…
facebook კომენტარები
