რა მინდა?ხშირად უსვამთ ამ შეკითხვას თქვენს მეს?თუ ცხოვრებას ინერციით არ მიჰყვებით და ზუსტად შეგიძლიათ, თქვენს ჯანსაღ სურვილებსა და მიზნებს დაუღალავად სდიოთ, ესე იგი, თქვენ პატივს სცემთ საკუთარ თავს. განვითარება სწორი თვითგამორკვევით იწყება. შეგიმჩნევიათ? ზოგჯერ, იმდენად სწრაფი ტემპით მივიწევთ წინ, არც კი ვიცით საით მივდივართ. მაფრთხობს-ხოლმე ამის გააზრება, მაგრამ, დამერწმუნეთ, არგააზრება უფრო საშიშია. თუ უზარმაზარ სამყაროში თავს ჰაერში გაბნეული მტვრის ნაწილაკივით გრძნობ, ან უსაშველოდ სქელი რვეულიდან ამოვარდნილი სიფრიფანა ფურცელივით, ანდაც, საერთოდაც არ იცი, რა ჰქვია ამ მდგომარეობას, შეჩერდი.. შენ თვითგამორკვევის პროცესში ხარ და ეს ძალიან საინტერესო ამბავია. საკუთარ თავთან სწორად დასმული კითხვები ამ პროცესს უფრო ამარტივებს, არც ეცადოთ მის მოტყუებას. არასწორ პასუხებს, როგორც წესი, შესანიშნავად გამოსდით, ისედაც არეული თავების, მეტად არევა.
facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!