გიყვარდა?- მიყვარდა.მიგატოვა?- მივატოვე.ნანობ?- სინანული დამდევს ხოლმე.დაეწიე- ვეღარ დავეწევი.შეგხვედრია?- რამდენჯერმერამე გითხრა?- მე ვუთხარი.მოგისმინა?- შემომხედა დამცინავად.რა უთხარი?- ვერაფერი, ვუყურებდი და ვცდილობდი, ეგრძნო როგორ შემეშალა.მიხვდა სათქმელს?- მიმიხვდა და კიდევ უფრო დამამცირა. სიამაყემ, სიტყვებიც არ ათქმევინა.ასე მითხრა, დრო ვერაფერს ვერ გაკლებსო. შემომხედა ალმაცერად, ამაზრზენად.როგორახარ ვკითხე ისე, სხვათაშორის. მმე კარგად ვარ, შენზე უკეთ მშვენიერო. ასე თქვა და ხმაში, სხვა ხმა იგრძნობოდა. შენც ხომ იცი გული ორად გახლიჩეო. ახლა წავალ, რა აზრი აქვს რამის თქმასო, ფარისევლებს სხვა სამყარო ჰქონიათო.ასე თქვა და თვალებს ისე მოეფარა, ვერც შევნიშნე, რომელი მხრით, სად წავიდა.დაუძახე?დაძახება არც მიცდია. წავიდა და მეგონა, რომ მიმატოვა.დრო დაბრუნდა?- დრო დაბრუნდა, მეც მგონია. მაგრამ ამ დრომ მას სათქმელი ათქმევინა. მგონი ისევ, ისევ გრძნობა მოერია. წავიდა და გული კარიც გადარაზა.ისევ ფიქრობ?-ისევ ვფიქრობ.გენატრება?- მონატრება, ალბათ ფიქრის შედეგია. თვალს, რომ ვახელ, სიზმრიდანაც გამომყვება. ზოგჯერ ცხადშიც, სულ შემთხვევით თითქოს ვხედავ. თვალებს ვხუჭავ, რომ წავშალო მოგონებაც…
ნ. კუკულავა
