Ყველაფერი დაიწყო ასე:
ოთხი წლის ასაკში გააზრებულად ვიცოდი რომ მომავალში მინდოდა ჩემი მთავარი სიყვარულის-ჩემი პატარა ძმის ყველაზე ძლიერი საყრდენი ვყოფილიყავი,როცა პირველად სახლში მოიყვანეს მითხრეს რომ ჩემი იყო და დავიჯერე, სხვისთვის არ მემეტებოდა ხელში ასაყვანადაც კი, აღარ მახსოვდა რომ მეც პატარა ვიყავი, დედასთან დადებული პირობაც უდაოდ შევასრულე, ჩემი ძმის სახლში შემოსვლისთანავე ჩემს საყვარელ 3 საწოვარაზე ვთქვი უარი, ჯერ დედას მივუტანე აი, დედიკო როგორც დაგპირდი აღარ მინდა, შემდეგ საკუთარი ხელით ნაგავში მოვისროლე, სხვა ბავშვები როცა ეზოში თამაშობდნენ მე ვიჯექი ჩემი ძმის საწოლის წინ და მას შევსცქეროდი, დედა როცა სახლის საქმეებს აგვარებდა წინ კალთაში მომიყვანდა, მთხოვდა არ მემოძრავა რომ არაფერი ეტკინა ბავშვს და მეც უმოძრაოდ ვიჯექი საათები, ერთხელაც როცა დამიტოვა, სიმძიმე ვიგრძენი უკან დავეცი მაგრამ დედიკოსთვის მიცემული პირობა კვლავ მახსოვდა ამიტომ დაველოდე მის დაბრუნებას, დაბრუნებამდე კი ძირს დაცემული ვიწექი ზევით მუცელზე ჩემი პატარა ძამიკო მყავდა : )
ხუთი წლის ასაკში ყველაზე დიდი სურვილი იყო 200 წელი ეცხოვრა ვინც ჩემს ირგვლივ მყავდა, ექვსი წლის ასაკში ჩანაწერებში 200 წელი გადავასწორე 100 წლით : )
Ათი წლის ასაკში მასწავლებელმა გვთხოვა ფურცლებზე დაგვეწერა თუ ვინ გვინდოდა გამოვსულიყავით მომავალში და მე კვლავ გააზრებულად დავწერე ბუღალტრობა, მიზეზად მივუთითე რომ მინდოდა ოჯახს დავხმარებოდი და ჩემი იმედი ჰქონოდათ, 12 წლის შემდეგ, 22 წლის ასაკში უცვლელად ავისრულე ჩემი ოცნება,
თორმეტი წლის ასაკში მივხვდი რომ არ იყო საკმარისი მხოლოდ ერთი პროფესია, ამიტომ ჩემს ოცნებებს შევმატე მასწავლებლობა, საათების განმავლობაში ჩემს თოჯინებს ვასწავლიდი ჩემს გაკვეთილებს, თხუთმეტი წლის ასაკში დავიწყე ტესტების წერა რადგან მოსწავლეები როცა მეყოლებოდა მზად ვყოფილიყავი,
Თექვსმეტი წლის ასაკში მყავდა მოსწავლეები, პირველი ჩემი ხელფასი იყო 60 ლარი, ჩემს მიერ გამომუშავებული ანაზღაურება მმატებდა ძალას, თუმცა მახსოვდა მთავარი არასდროს არავის არც ერთი თეთრი არ მჭირდებოდა თუ ის დაუმსახურებელი იყო, ამიტომაც ვწერდი ძალიან ბევრ ტესტს, ერთი საათის ნაცვლად ვასწავლიდი ორ საათს, ყველა ცოდნას ვუზიარებდი, ვესაუბრებოდი დაუწერელ კანონებზე და მორალზე რაც ყველა სხვა საგანზე მაღლა იდგა, ვფიქრობ თექვსმეტი წლის ასაკში შეძენილი ეს თვისება დღეს ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მეხმარება, ჩემს საქმეს ვაკეთებ სიყვარულით.
17 წლის ასაკში დავიწყე ოცნება რომ მქონოდა ძალიან ბევრი საქმე, ვყოფილიყავი ბევრ სამსახურში ერთად, ეს ოცნებაც ამიხდა, აქ ვგონებ მეტი მომივიდა ოცნება, არ იყო საჭირო ამდენიც : ))
Ზუსტად აი ასე თანმიმდევრობით ამიხდა ყველა ოცნება თუ მიზანი,
თუ გულით დაისახავ მიზანს ის აუცილებლად ხდება, არასოდეს უნდა დანებდე, თუმცა მიზნის მიღწევამდე ბევრი რთული გზაა, რთულ გზაზე კი უნდა გახსოვდეს რომ ვიღაცის ცხოვრება ბევრად უფრო მძიმეა ვიდრე შენი, ჩემთვის ეს მაგალითი ბებია იყო და არის, ქალი რომელიც ჩემთვის სიძლიერის, სიმამაცის, სიკეთის მაგალითია, არასოდეს არ ახსენებდა და არ ახსენებს იმ სირთულეებს რაც ცხოვრებაში მარტო თუ ჩვენთან ერთად გადაუტანია,
Მხოლოდ ერთს გიამობთ მისი სიმამაციდან, ერთსაც სიკეთიდან, ერთხელ როცა ჩემმა მამიდაშვილმა გაუნაწყენდა თავის დედიკოს რომ ის ფეხსაცმელები რაც ჰქონდა აღარ მოსწონდა და ახალი უნდოდა, ბებიამ უთხრა: ბავშვობაში ჩვენს სოფელში გაიმართა კონცერტი, ყველა წავიდნენ მე კი უარი ვუთხარი რადგან ფეხსაცმელი არ მქონდა და ფეხშიშველს შემრცხვა რომ გავყოლოდი, მაგრამ იმ ფეხსაცმელს სულ არ ვნაღლობდი ნეტავ 4 წლის ასაკში ჩემი დედიკო არ გარდაცვლილიყო და მისი სურნელი მაინც დამმახსოვრებოდა.
Ბებიას სიკეთიდან კი გამორჩეულად მახსოვს ერთი ისტორია, გაიგო რომ ჩვენს ნათესავს კარი არ ჰქონდა სახლში, ჩვენი სახლიდან ჩამოხსნა ერთ-ერთი ოთახის და მას მიუტანა, ამ დროს კი თვითონ 40 წლის დაქვრივებული, 4 შვილით მარტო ცხოვრობდა, ძალიან მძიმე ცხოვრებით, თუმცა არც გაუფიქრია რომ შეიძლება თავისთვისაც ვეღარ ეყიდა ახალი.
Არასოდეს, არასოდეს დანებდეთ !