ცუდად ვარ….
ჯანმრთელობით კარგად, სულიერად ცუდად…
გარეთ ცივა, ხელები მაქვს გაყინული და ვერ ვწერ….
ზაფხული მინდა….
ან არ ვიცი მეგობრები მინდა, სიყვარული ან რამე მსგავსი რომ გამათბოს.
ზაფხულში კარგათ ვიყავი, ყველა მიყვარდა და ყველს ვუყვარდი ვერთობოდი და არ მციოდა…..
სულ გარეთ ვიყავი, ცხოვრება მიხაროდა, ახლა სახლში ვარ და ცუდად ვარ.
არ ვიცი რას დავაბრალო ეს ყველაფერი….
ზაფხული აღარაა….
გარეთ აცივდა …..
მეგობრებს ჩემთვის აღარ სცალიათ….
ვეღარ ვერთობი…..
ხალხის და სიყვარულის ნაკლებობაა….
ზაფხულში სულაც ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს დრო დამიდგებოდა, ზაფხულიდან ორ თვეში ამ ყველაფრის ნაკლებობას რომ ვგრძნობდი ირონიულად ვიძახდი დეპრესია მაქვს და მელანქოლია მჭირს თქო მაგრამ ახლა ვხდები რომ მართლა დეპრესია მაქვს და მელანქლიის ზღვაში დავცურავ იქაც კი მარტო…..
ცოტა ხნის წინ მეგობარმა მომიკითხა და ვუთხარი რომ ცუდად ვიყავი ზაფხულის ფოტოებს ვათვალიერებდი და ვტიროდი, მან ძალიან ლაღად მითხრა რომ დიდი ხანია კარგი ზაფხული არ ჰქონია და არც აწუხებს მასთან დაკავშირებული ნოსტალგიები მე კი დავფიქრდი და კი, ზუსტად მაგის ბრალია ეს ყველაფერი ბოლო წლებია ვიცვლები და ეს წელი იყო ბრუნი! შევიცვალე,შევეჩვიე და შევიყვარე და ზუსტად ამის ბრალია, ვეღარ გადავეჩვიე ….
ვერ ვხდები რატომ უნდა იყოს ბედნიერება ცუდად ყოფნის ტოლფასი…..
უფრო აცივდა …
უფრო მოვიწყინე….
ხელები მტკივა ….
გადავატარებ ზამთრის ცივ დღეებს !🕊

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!