მე ახალი პლანეტა აღმოვაჩინე და დედამიწაზე აღარ ვარსებობ..
მაგრამ მოგიყვებით რა ხდებოდა წინა ცხოვრებაში.
“პლანეტა დედამიწა” – ეს ის ადგილია, სადაც ადამიანებმა ყველა ქოხი დაანგრიეს და ცისკენ მიმავალი ბილბორდები ააგეს, რომლებიც მზეს ეფარებიან.
მოკლედ რომ გითხრათ: ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების განვითარების მაღალ საფეხურზე ვართ, მაგრამ ჩვენი გრძნობები და ღირსებები დანგრეული ქოხების ქვეშ მოყვა..
აი ასე..
არც არავის უცდია მათი ამოთხრა, არც განცდის ცრემლებით მოურწყავს ვინმეს, რომ მიწიდან ამოეხეთქა.
სამარდებოდა უფრო ღმად და ღრმად მანამ, სანამ სამყარომ ფერი არ იცვალა, მიწაში არ გაიდგა ფესვები და დედაბუნება შეშალა.
ასე გადმოტრიალდა დედამიწა..
ბილბორდები ზეცაში იდგა, ადამიანები კი მიწაზე ვიყავით გამოკიდებული.
ზეცა იყო ჩვენს დაბლა და მიწა იყო ჩვენს თავზე.
ასე ხან ერთი ადამიანი ხტებოდა ზეციდან, ხან მეორე , მიწა კი არსად იყო, რომ დანარცხებოდა.
ასე ქრებოდნენ შენობიდან გასული ადამიანები, რომლებსაც ვერაფრით ვაბრუნებდი.
ტოვებდნენ კვალს..
კვალს, რომლითაც ხვდებოდი, რომ ისინი არსებობდნენ, მაგრამ ვერაფრით პოულობდი მათ.
ასე რჩებოდა მხოლოდ შენობები, ცა და მიწა, დედამიწა, დანარჩენი კი ყველაფერი უჩინარდებოდა.
ადამიანები ერთმანეთს კარგავდნენ ამ წყეულ წრეში.
ისინი საკუთარ თავებს კარგავდნენ..
ვერაფრით ვაბრუნებდი მათ, თუმცა ყოველთვის ვიბრძოდი ამისთვის.
ვერასდროს ვხედავდი მომავალს, თუმცა ისინი ხშირად საუბრობდნენ ამაზე. ამბობდნენ , რომ რამოდენიმე დღეში სამყაროს გაფერადებას დავიწყებდით, რამოდენიმე დღეში კი ისინი აღარ იყვნენ და ეს შენობები ნელ-ნელა წყვდიადმა მოიცვა..
მე გადავწყვიტე ყველა ქოხის ნანგრევები ამომეთხარა , იქ ნაპოვნი გრძნობები შენობებში მომეფანტა და ცა და მიწა თავის ადგილას დამებრუნებინა.
ვიღაც ყოველთვის მკარნახობდა “თუ ცას ვერ ხედავ, არ ყოფილხარ იქ სადაც უნდა იყო” .
ხოდა მეც ზეცას ვეძებდი მიწის ზევით, ამ მოგზაურობაში ვიპოვე პლანეტა, რომლის სივრცეც ვერ გამოვარღვიე.
არ ვიცი ამ ადგილს რა ქვია, მაგრამ აქ მიწა არ არის..
მოკლედ : ვიპოვე ადგილი საიდანაც შენი თვალები მხოლოდ ცას ხედავენ..
ბილბორდებში კი ალბათ რას აღარ მაბრალებენ..
ალბათ ამბობენ, რომ უამრავი საზაფხულო რომანი მქონდა და რომელიღაც ზაფხულს გადავყევი..
ჰო.. რას არ იტყვიან ადამიანები, როდესაც აღარ იქნები და ვერაფერს უპასუხებ.
მე კი გეფიცებით , რომ არასდროს მიზიდავდა საზაფხულო რომანები, ყოველთვის შემოდგომის რომანტიკულ სევდას ვეტრფოდი, რომელსაც ბოლო დეკემბრის ყინვამდე მივყვებოდი..
ასე გავუჩინარდი დღეს ყველაზე მაღალი შენობიდან,
მაგრამ დავტოვე კვალი..
კვალი , რომელიც ჩემს თავს თუ არა, ფერად ზეცას აუცილებლად გაპოვნინებთ..
facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!