საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ …შემოდგომის ოქროსფერი დღეები დგას ,მაგრამ ჯერ მხოლოდ ფოთოლთა კიდეებია შენი თვალების ფერი ,აი ის ფერი ,მზის ჩასვლისას ჩამწიფებული ყურძნის მარცვალში სხივი რომ გააღწევა და მის რბილობში აირეკლება_ხოლმე .
ვიცი ჩემი ხეივნით ვერ გაგაკვირვებ ,ვერც იმ სანუკვარი არომატით მოგნუსხავ ერთმანეთზე გადაკლაკნილი,დატვირთული ვაზის ქვეშ გავლისას რომ იგრძნობა იგრძნობა . .. საღამოობით ვან გოგოს მოხატულ ცას ვუყურებ და მგონია რომ ყველგან ერთნაირია ის. მაგრამ არა !
პატარაა ჩვენი ქვეყანა, 💜თურმე რა პატარა , უფრო გზები აქვს მოკლე, მაგრამ დიადი …გზა ,კიდევ გზა,გაყვითლებული მთის ფერდობები… მერწმუნე არც ერთ ხის ფოთოლზე მეტად არაა შენი მედალი მოოქროვილი , თან როგორი მშვენიერი და სიცოცხლით სავსეა ამ გზის ყოველი ხე და მდელო მერე გოდერძი ჩოხელის “სახლსაც ” ჩავუვლი და გამახსენდება ,”რომ დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებულ ი წიგნი სადაც უამრავი მოთხრობა დადის ” და ისიც მომაგონდება კაცის ნასახლარს ნუ ვნახავთ თორემ კუზიანო დედამიწავ! შენ რამდენიც გინდა იტრიალე …თუმცა ეჰ …ყველაფერი ისე არაა როგორც გვსურს ,აი კიდევ მარტო გამოვიარე ეს გზა და კიდევ მერამდენე შემოდგომაა კუზიანი დედამიწაც ბრუნავს და უმომავლო ხეობასაც ვუყურებ …კიდევ მერამდენე შემოდგომაა დგას არაგვი და გელის ,კაცის ნასახლარზე რა გითხრა ,მაგრამ თითოეული სახლი თოთო წვიმის წვეთს უდრის რომელმაც შესაძლოა ზღვა დაშრობას გადაარჩინოს,… გელის არაგვი და მთათა ჯარი, საიდანაც მოჩანს პირმიზის სალოცავი და განსაკუთრებული ხეობა თავისი მოოქროვილი შემოდგომით .🍁🌬️💙

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!