ასე მთავრდებიან ადამიანები…
მიაქვთ ხორციანად შენი ნაწილები.
ისე უხერხული,უბრალო მომენტია,
ვეღარც გაიცინებ.ვეღარც ატირდები.
სუნი აქვს ბავშვობის,ყველა მოგონებას.
ხატება-ზაფხულის ნაზი ამინდების.
და როცა ეს ფიქრები აშიშვლებს მდუმარებას,
დიდია პერსპექტივა უბრალოდ გაგიჟების.
ხარ როცა საზღაური-სახელი “პირველწყარო”.
თვალები,წერილები,თავებად იწერები…
ვარ წიგნი,დახურული,მაქვს ჩემი ერთი თარო.
მე აღარ ვიკითხები ვდევვარ და ვიმტვერები.
აქ დიდი კედელია და ცამდე აღმართული.
ერთი და იგივეა…და გადაულახავი.
ვარ ცუდი მოგონება მიწურში ჩაკეტილი
დიდი ხნით დამწყვდეული დიდი ხნის უნახავი.
მაინც ხარ უვიწყარი ახლა თუნდ უარმყოფდე
რადგან ეს დავიწყება ოდესღაც იქნებოდა
ქრებოდა მეგობრობა ვით ცაზე ვარსკვლავები,
წყვდიადი მეფდებოდა წყვდიადი ინთებოდა…
შედეგიც არ აყოვნებს…

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!