fbpx

ობოლი ფოთოლი

0

შემოდგომა მოვიდა…
ეს წელიწადის ყველაზე ლამაზი და ამავე დროს ყველაზე სევდიანი დროა..
რომანტიკული..
სუსხი, გაყვითლებული ფოთლები.
უჩვეულო სევდას აღვიძებს..
ჩემი ყურადღება ერთმა ხემ მიიპყრო, სადაც ფოთლებს შემოდგომის შემობრძანება უკვე დასტყობია და გაყვითლებულან.
ხის კენწეროში მხოლოდ ერთი მწვანე ფოთოლი იყო, რომელიც ფერის გამო დანარჩენებისგან გამოირჩეოდა, ამის გამო კი გარიყული იყო..
მას დასცინოდნენ და მასხრად იგდბებდენ, ამბობდნენ: “შეხედეთ, ამ პატარას, ჯერ კიდევ მწვქნეაო, ალბათ გაზაფხულის ფოთოლია შემოპარულიო”
ამის გამო ის პაწაწინა, მწვანე ფოთოლი სულ წუხდა, ნერვიულობდა და ტიროდა, ტიროდა გულამოსკვნილი…
როგორც ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებშია:” იქ, სადაც ყველა მოხრილია, სირცხვილია, გამართულად გავლა”
დრო გადიოდა, დღები დღებს მისდევდნენ, ფოთლის სევდა კი უფრო მეტად იზრდებოდა, ერთხელაც დანარჩენი ფოთლები ძირზე დაცვივდნენ, ბავშვები მათზე ერთობოდნენ, თამაშობდნენ, ჰაერში ყრიდნენ და იცინოდნენ, კისკისობდნენ, ფოთლებიც ერთობოდნენ და ბავშვებიც, ამ ყველაფერს კი მაღლიდან უცქერდა მწვანე ფოთოლი და თვალები ცრემლით ევსებოდა, რადგან მასაც დანარჩენებთან უნდოდა ყოფნა…
ტირილით, ამბობდა:” უფალო, შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია, გევედრები, მოახდინე სასწაული, ისეთი ქარი ამოვარდეს, რომ ამ ხის ტოტები შეირხეს და მეც მათთან ჩავიდე დაბლაო”
ქარი კი იყო, თუმცა არასაკმარისად მძლავრი, რომ ფოთლის თხოვნა შესრულებულიყო.. ამის გამო ბრაზობდა ფოთოლი, წუხდა…
დრო გკვლავ გავიდა
ფოთოლს იმედი გადაეწურა, დანებდა და შეეგუა…
ერთ Დღეს მანაც დაიწყო გაყვითლება და აი ისიც დაბლა, ძირზე დავარდა. ერთი კიკინებიანი გოგონა მივიდა მასთან ხელში აიტაცა და დაიყვირა:”დედა, დედა ნახე ,რა ლამაზიაა?! ამას სახლში წავᲘღებ, ჩემი ჰერბარიუმისთვის ახალია, ჯერ ასეთი ლამაზი ფოთოლი არ მინახავს!”

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!