fbpx

მე ქართველი ვარ!

0

მე ქართველი ვარ! -ამ სიტყვებით ვამბობ ყველაფერს!

მწამს, საქართველოს მიწაწყალი კვლავ გამთელდება.

ვფიცავ იმ გმირებს, ვინც სამშობლოს თავი შესწირა,

რომ ჩემი გული მტერს არასდროს არ დანებდება!
ვგრძნობ, უმოწყალოდ კვლავ მოგვადგა მტერი ვერაგი

და კვლავაც ცდილობს ბღუჯა მიწა გულზე მომგლიჯოს,

მე საქართველოს დასაცავად თავსაც გავწირავ

-თუ კი იკმარებს ჩემი გული? დაე, მომგლოჯონ!
მე აფხაზეთი არ მინახავს ისე ვტირივარ

და უმიწაწყლოდ დარჩენილენს ქედსაც მოვუხრი,

ჩემს საქართველოს ოდითგანვე მტერი ესია,

შენც არ მომიკვდე, ვერას გახდა ვერა მომხვდური!
ო, როგორ მტკივა თითო მეტრი, თითო მისხალი.

გაუსაძლისი ტკივილისგან სისხლიც მიშრება,

ჩემს საქართველოს რომ ვუყურებ მტრისგან დაჩაგრულს

ეს დაფლეთილი გული უფრო მეტად მიკვდება.
მე… დედა მქვია! ჩემს სამშობლოს ვაჟკაცს გავუზრდი

და იმედიანს მერე თუნდაც ტყვია მესროლონ,

ჩემს საქართველოს დასაცავად წამს არ შევკრთები,

უიარაღოს იარაღით თუნდაც მებრძოლონ.
არა! არ დავთმობ, ვფიცავ თამარს, ვფიცავ მაიას,

ვფიცავ ძმა-ბიჭებს, ვინც სამშობლოს თავი შესწირა.

მე ამაყი ვარ, რადგან აქ ვარ, ჩემს მიწა-წყალზე,

რადგან მარჯვენში საქართველოს დროშა მიჭირავს.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!