fbpx

დასასრული

a497a0cd9810bb482c67e62a80345e38
0

00:00, 25 სექტემბერი…

სახეს ცრემლების ახალ-ახალი ნაკადი მისველებს, გარშემო ვერაფერს ვხედავ, მდინარე ხამურიანდ მოედინება მაგრამ მხოლოდ ჩემი სუნთქვის ხმა მესმის, ვგრძნობ რომ მალე ამ ხმასაც ვეღარ გავიგონებ, ბოლო მოეღება ჩემს სიცოცხლეს, არაფრის მქონე და დაწყევლილ სიცოცხლეს. მეშინია, ძალიან მეშნია, ვერაფრით ვერ გავუმკლავდი იმ დაბრკოლებებს რომლებიც ცხოვრებამ მომიტანა, სუსტი ვიყავი და ასე დავრჩები, ახლაც დაუძლურებული, დასუსტებული ხიდის მოაჯირთან ვდგევარ, სადაც არის გადავხტები, ამდენის ატანა უკვე აღარ შემიძლია, ალბათ თითმკვლელობა საუკეთესო გამოსავალია ჩემნაირი ადამიანებისთვის.

ერთი…

ორი…

სამი…

უკანასკნელი სიტყვები იყო რომელსაც ჩემგან გაიგონებდით. ჩემი უსიცოცხლო სხეული კი როგორც ნაზი ბუმბული ისე მიემართება მდინარის ფსკერისაკენ. თითქოს და ვერავინ გაიგო ჩემი სიკვდილი, სასაცილოა, წყალმაც ასე მარტივად გააღო უზარმაზარი პირი და შთანთქა ჩემი სხეული. ვერაფერს ვგრძნობ, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მივყვები მდინარის დინებას, არც კი ვეწინააღმდეგები იმ ბედისწერას, რომელიც თავად შევქმენი.სიმართლე გითხრათ არ ვნანობ, არავინ მყავდა ამ დამპალ სამყაროში დარჩენილი, გარდა ერთისა, რომელასც ალბათ ნამდვილად ვუყვარდი. რამოდენიმე წუთში საბოლოოდ ვკარგავ გონებას და ვხდები ამ დაუძინებელი მტრის, ცხოვრების მსხვერპლი.

00:00, 27 სექტემბერი…

სხეულს 27 სექტემბერს პოულობენ. 28 სექტემებერს უკვე ჩემს სხეულს შავი მიწა დააყარეს და საბოლოოდ გამოვემშვიდობე ამ დამპალ სიცოცხლეს. გაკვირვებული ვარ, რადგან დაკრძალვაზე ბევრი ხალხი მოვიდა, ერთს ველოდებოდი, არ ჩანდა, შეიძლება მხედველობიდან გამომრჩა და სადმე აქ განადგურებული, მუხლებზე დაცემული ტირის და სიმწრის ცრემლებით ასველებს თავის ლამაზ პირ-სახეს. შეიძლება მისი ნახვა არც მსურდა, არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში მენახა იგი, რომლის გამომწვევი მიზეზი მე ვიყავი. 

ნეტავ სულაც არავინ მოსულიყო, არ მინდოდა მათი ყალბი სახეების დანახვა, რომლებიც ვითომ წუხდნენ, სხვების დასანახათ ერთ-ორი ცრემლი გადმოყარეს, დამიტირეს, ვითომ მეორ დღეს გავახსენდებოდე. ვუყურებ მათ სახეებს და სიმწრისგან მეცინება, ბოლო ხმაზე ვიცინი, ჩემი არავის ესმის, მაგრამ ეს სიცილი უკვე ისტერიულში გადამივიდა, თვალები ამემღვრა, ვერაფერს ვხედავ, გული მიმდის და ისედაც მკვდარი ისევ უგონოდ ვეცემი ცივ მიწაზე.

ისევ ცივ მიწაზე ვიღვიძებ, ვერავის ვხედავ, წასულან. მეც უკვე მშვიდად წავალ. საფლავის ქვასთან სხეულს მოვკარი თვალი, მიწას ეხუტებოდა და ცხარე ცრემლით ტიროდა, ვინ იქნებოდა თუ არა ის, რომელსაც ჩემი ცხოვრების სიყვარულს ვუწოდებდი, მასაც დავავიწყდები, არ მინდა ახლა რაიმე ვინანო, უკვე გვიანია ვერაფერს გამოვასწორებ. მოკუნტული ზის, გვერდით ვუზივარ,მაგრამ ვერ ხედავს. პირველად, ცხოვრებაში პირველად ვნახე ასეთი გაუბედურებული და ასეთი საცოდავი. არასდროს გამოხატავდა თავის ემოციებს, თურმე რა ლამაზი ყოფილა, ახლა შევამჩნიე, სწორედ ახლა შევამჩნიე მისი სილამაზე, არ ვაფასებდი, არასდროს ვაფასებდი მას. ახლა კი ვნანობ, არ უნდა დამეტოვებინა მარტო ამ სამყაროში სადაც სკვდილის მეტი არაფერია.დუმს, ალბათ არაფრის თქმას არ აპირებს ან არც არაფერი აქვს სათქმელი. შეიძლება საუბარი სურს და ხმას ვერ იმორჩილებს, ვგრძნობ თუ როგორ თრთოლავს მისი უმწეო სხეული მე კიდევ არაფრის გაკეთება შემიძლია. მის წასვლას ვნატრობდი,აღარ მინდოდა რომ ამ ადგილას დაბრუნებულიყო, არ ვიცი თითქოს ჩემი ფიქრები გაიგო თუ რა მოხდა, მაგრამ მისმა უეცარმა წამოდგომამ გამომაფხიზლა. წავიდა, ისიც წავიდა, ასე უთქმელა, მისი ხმის გაგონება კი ძლიერ მინდოდა, მეორედ მოვკვდებოდი ოღონდაც მისი ხმა გამეგონა. მისი თვალებიდან მხოლოდ სიცარიელეს ვკითხულობდი.ისევ მარტო დავრჩი, ისევ პანიკა და ისტერიული სიცილი. დახმარება მჭირდება, ვიგუდები, ვიხრჩობი ჰაერი არ მყოფნის, ფრჩხილებით ყველაფერს ვკაწრავ, გამომიყვანეთ ვინმემ აქედან, მიშველეთ! მიშველეთ! მიშველეთ! ვხედავ თუ როგორ დამცინის ჩემი მეორე ”მე”, როგორი ცინიკური სიცილით გადმომყურებს, ჩემს გასაჭირს უყურებს და ცხოველური სიცილით იცინის. ამ დროს კი ვხვდები რომ რაც კი ჩემს თავს დავმართე ყველაფერი ჩემი ბრალია. უძლური ვარ, ვერაფერს ვაკეთებ და ისევ უსიტყვოდ ვემორჩილები ბედს.

00:00 29 სექტემბერი

შუაღამეა,ხმაური მესმის, ახლა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე წამოვდექი ჩემი სხეულიდან. ღმერთო ის მოვიდა, არ მჯერა, ვერ ვიჯერებ, თავის თავს არ ჰგავს, ამ ერთ დღეში როგორ შეცვლილა. ვერც კი მივხვდი რომ თვალებიდან ცრემლები მომდიოდა. ისევ არაფერს ამბობს, ისევ დუმს, მისი ეს სიჩუმე უარესად მანადგურებს, გთხოვ რამე თვქი, მხოლოდ ერთი სიტყვის გაგონებაც კი საკმარისი იქნება. ისიც ტირის, ისევ ტირის. წესით არ უნდა ტიროდეს, რა ატირებს, მე ხომ ნაგავი ვიყავი, არარაობა, შენთვის ზედმეტი ტვირთვი, რა გატირებს მითხარი. ვყვირი შენ კი ჩემი ხმაც კი არ გესმის. ერთხელაც არ მითქვამს შენთვის რომ მიყვარდი, შენ კიდევ ყოველდღე მიმეორებდი, რომ გიყვარდი და შენი ცხოვრების აზრი ვიყავი. ნეტავ მეთვქა, ნეტავ მეც მეთქვა, უბრალოდ რამე მაინც მეთქვა ახლა კი საშინლად შემიყვარდი. ჩემი თავი მეზიზღება, შენს ყოველ ნათქვამ ”მიყვარხარ” უპასუხოდ ვტოვებდი, ჯანდბა… წადი აქედან, წადი, უბრალოდ წადი და აღარ დაბრუნდე. რატომ არ გესმის ჩემი, ვერანაირ ემოციას ვერ ვკითხულობ, რა ჯანბადა გჭირს. გაწვიმდა, გაცივდება, რატომ არ მიდის? უსიცოცხლოდ აგდია მიწაზე, სულ დასველდა, ვნერვიულობ, არ ინძრევა, ისევ ტირის, დაუსრულებლად მოსდის ცრემლები. წვიმს მაგრამ მის ცრემლებს მაინც ვამჩნევ. დილის 5 საათამდე იყო აქ, ისევ წავიდა, ისევ არაფერი უთქვამს, ისევ მარტო დავრჩი.

ყოველდღე მოდიოდა, მისი ცოდვით ვიწვოდი. ბოლოს 27 ოქტომბერს მოვიდა, მისი დანახვისას შემეშინდა, ვეღარც კი ვიცანი, ისეთი გამხდარი და შეცვლილი იყო. ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია, მეგონა ჩემით ერთობოდა, რას მოველოდებოდი, რომ მართლაც ასე მოიქცეოდა. წეღანაც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი შემიყვარდა. აქამდე ვერ ვერკვეოდი ჩემს გრძნობებში, ახლა კი ვიცი რომ ნამდვილად მიყვარს. მის დუმილს ისე შეჩვეული ვიყავი, რომ მისმა უეცარმა სიტყვებმა შემაკრთო. – ‘ასე უსიტყვოდ როგორ წახვედი? როგორ გამწირე? თავს დამნაშავედ არ გრძნობ მაინც?  შემომხედე, უბრალოდ შემომეხდე, ჩემი სიყვარულის არასდროს გჯეროდა, არასდროს მაგრამ მე ყოველთვის მიყვარდი ძვირფასო, ახლაც მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები, ახლა კი მივდივარ’. და წავიდა, ისევ წავიდა და მას შემდეგ აღარც დაბრუნებულა. ყოველდღე ველოდებოდი, ყოველ ღამე ვათენებდი, მასთან შეხვედრა მინდოდა, მისი დანახვა მიდოდა, მაგრამ აღარ დაბრუნებულა. ისევ მარტო დავრჩი ამ სამყაროსთან. ისევ მარტო… მარტო…მარტო…

ყურში საშინელი ხმა ჩამესმოდა, – ”საცოდავი ხარ, არარაობა ხარ, შენთავს შეხედე რა სასაცილო ხარ”. მუხლებზე დავეცი, ყურზე ხელი ავიფარე, ხმა მაინც არ ჩუმდება, პირიქით ისევ იცინის, დამცინის, მისი ხმა სასტიკად მაღიზიანებს. არაფრის ძალა შემწევს, უსუსური და სუსტი ვარ, გული მიმდის, ჰაერი არ მყოფნის, ალბათ ისევ მოვკვდი, შინაგანად გავნადგურდი.

ვიცი ვახსოვარ, ისევ ვახსოვარ და ისევ ფიქრობს ჩემზე, ალბათ სხვა ადამიანი ყავს გვერდით და ბედნიერია, ისე ბედნიერია მე კი უბედური. ახლა მივხვდი, რომ ის ჩემს სამყაროში ნათელი წერტილი იყო, რომელიც მუდმივად ანათებდა, ჩემი იმედის ნაპერწკალი, ჩემი ცხოვრების უკვდავი სიყვარული. ლოდინის მეტი არაფერი დამრჩენია, დაველოდები რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს.

შეყვარებული ვარ ადამიანზე რომელსაც აღარც კი ვახსოვარ…

შეყვარებული ვარ….

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!