არ ვიცოდი…

0

 ადრე არ ვიცოდი,როგორ უნდა მეცხოვრა იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ყველაფერს მერჩივნა.ვფიქრობდი,ყველაფერს დავძლევ ,ოღონდ ისინი არ დავკარგოთქო და აი დავადექი გზის იმ ნაწილს,რომელიც მარტომ უნდა გავიარო,მარტო მივუყვები ეკლიან გზას.ხანდახან შევჩერდები ხოლმე,უკან მივიხედავ,თვალს გადავავლებ  გავლილ დროს .მაგრამ ამით არაფერი იცვლება,წასულები არ ბრუნდებია დიდი მონატრების მიუხედავადაც კი.ზოგო ნებით,ზოგი ძალით,მიდის და წარსულის აჩრდილი ხდება ჩვენი ცხოვრებისა.

 ბუნების კანონია,დაუწერელი კანონი. ადამიანი მარტო იბადები და მარტოდვე უნდა წახვიდე ამ ქვეხნიდან.ჩვენამდე ბევრს უცხოვრია,შესაძლოა ჩვენსავითავ უფიქრიათ,მაგრამ გავიდა წლები და ყველამ დაივიწყა.ჩვენც ასე ვიქნებით,ჩვენც მოგონებებად ვიქცევით სხვებისთვის,როგორ ერთ დროს სხვები იქცნენ  ჩვენს მოგონებები.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!