— გაიხედე იქით. ხედავ?
— რას?
–მირაჟს.
— მგონი კი.
— რას ხედავ?
— ჩემ ბავშვობას. შენ?
— ოაზისს. მალე დავიხოცებით იქამდე თუ არ მივაღწიეთ.
— რატო?
— არც წყალი გვაქვს და საჭმლის მარაგიც ამოიწურა.
— იქნებ უკვე დავიხოცეთ?
— საიდან დაასკვენი?
— საშინელი ბაშვობა მქონდა. ახლა კი ვხედავ, რომ იქ სადღაც შორს ბედნიერი ვარ.
facebook კომენტარები