შენ შემოგყურებ და მზეს ვიხსენებ
და მაინც ამ გულს როდის ინებებ
მე ამ სიყვარულს შენთვის ვიმეტებ
არა გრცხვენია? როგორ მიმეტებ
ამ გულში ყველა გრძნობა ვაქსოვე
გახსოვს? ყვავილი, რომ ჩაგაქსოვე
მე შენთვის ბევრი სიტყვა ვაგროვე
შენ კი კოცნისთვის გამამათხოვრე.
შენი სიტყვები გულს მიჩქარებდა
როცა მოვრბოდი ვერვინ მასწრებდა,
ჩემს სიყვარულზე შაშვიც ამღერდა
რატომ არ გესმის! ნუთუ დაბნელდა…
შენი ყურებით გული დამეწვა
და შენი კოცნით სული ამეწვა
მე შენთან ერთად მინდა დარჩენა
ნეტავ რა მოგდის, ჩემი არ გჯერა?
მე ამ სიყვარულს ვეღარ ვენდობი
მომბეზრდა უკვე ბევრი ლოდინი
მე ვერ გავიგე შენი მოტივი,
ეჰ, სიყვარულო როგორ მომიკვდი.
ავტ: ნინი ლომიძე