დღეის ჟამი

Comments

მხოლოდ თითო გაიმეტებს ლოცვას.

მხოლოდ ერთი დაცლის ჩვენთვის ბოცას.

და შეიგრძნობს ჩვენს დაწერილ გრძნობას.

ძალზედ ცოტა შეძლებს ამის ცნობას.
გვინდა ქალებს დავანახოთ გრძნობა.

თითქოს უნდათ მათაც ჩვენთან ტრფობა.

და ყოველთვის მათ არიან ხელად,

ვის კაცობას ფასი არ აქვს ქვეყნად.
ჩვენ ქუჩაში გვიმეტებენ დანით,

რადგან ცოტა პატარა ვარ ტანით.

მე და ჩემ ძმას ლექსი არ გვაქვს ,,კაი”,

როგორც ამბობს ვითომ ბრძენი, ,,თხაი”.
არ გვაფასებს დაწყევლილი ერი,

რადგან უწინ ვიღაც დარჩა შტერი.

მოდაშია დღეს მოწიო ღერი.

არ ისწავლო ,,შკოლნიკი” ხარ მერი?!
და ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ რამე,

თუმცა უკვე აღარ მოჩანს საქმე.

ჩვენ ბევრს ვშრომობთ და ხალხს ვუხსნით ია-ს,

რომ ისწავლონ დაუჯერონ ჭკვიანს.
ათი მცნება ჯერ არ უკითხიათ

და ამ შტერებს ქართველები ჰქვიათ?!

დრო მოვიდა რომ ვიხილოთ ღმერთი,

რათა ქართველს რწმენა ჰქონდეს ერთი.

 

აღარმინდა დავინახო ხოცვა,

მჯერა ოდეს დაამარცხებს ლოცვა.

ხალხი მოდის მიკაკუნებს კარზე,

ალბათ ხვალე გამაკრავენ ჯვარზე.

facebook კომენტარები
Choose your Reaction!