4c0fba2fc4958489516507648b9f472a

მე და ღამე

Comments

იდუმალებით სავსე ღამე იყო, სევდა მომერია და ფიქრებმა გამიტაცა. ვიხსენებდი განვლილ ცხოვრებას, აწმყოს თვალს ვუსწორებდი და ვფიქრობდი მომავალზე. წარსულით კმაყოფილი არ ვყოფილვარ და ვწუწუნებდი, აწმყო კი უბრალოდ ერთფეროვანი იყო, მომავალზე ფიქრი კი ძალიან მაბედნიერებდა, მაბედნიერებდა იმიტო რომ ვოცნებობდი და ეს ოცნება, პატარ-პატარა წვრილმანები იყო, რასაც თითოეული ადამიანი იმსახურებს. წვრილმანებშია ბედნიერება, ადამიანების დიდი კატეგორია ვერ ამჩნევს ვერ აანალიზებს, რომ რაც გვაქვს კმაყოფილი უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ იმიტო რომ ზოგისთვის ის რაც ჩემთვის შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მისთვის მთელი ცხოვრება იყოს. 

ფიქრებმა ძალიან შორს გამიტაცა, უფრო და უფრო მითრევდა, მჭირდებოდა ადამიანი , ადამიანი რომელიც მომისმენდა,  ისეთი ადამიანი რომელსაც ჩემ საიდუმლოებს  გავანდობდი, ისეთი ადამიანი რომელთან საუბრის დროს, საკუთარ თავს აღმოვაჩენდი.  ჩემი ფიქრების უმეტესი ნაწილი სიყვარულს უკავშირდებოდა, სიყვარულს რადგან ჩემი სიხარულის ტკივილის მიზეზი უმეტესი წილი სიყვარული იყო.

  ბევრი ცუდი პერიოდი დამდგარა  ჩემ ცხოვრებაში, თუმცა სიყვარულს სულ სხვა ტკივლი, სევდა, უცნაური შეგრძნება ჰქონია. ერთხელ მოვდივართ, ერთხელ ვცოცხლობთ, გვიყვარდება ერთხელ, გვიყვარდება მეორედ და გვიყვარდება მესამედ. რომელია ნამდვილი? გამიჩნდა კითხვა. ამბობენ რომ პირველი სიყვარული სულ სხვა გრძნობაა სხვა ემოციები სხვა დატვირთვა აქვს, თუმცა არ ვფიქრობ მე ასე. სიყვარული რა არის ჩემთვის? სიყვარული არის გრძნობა რომელსაც ვერ ავღწერ სრულყოფილად ვერასდროს, სიყვარული ჩემთვითვის პირველ ადგილზე დგას ყოველთვის. სიყვარული საიდან მოდის? როგორ ჩნდება ეს გრძნობა? სიყვარული დამყარებულია მეგობრობაზე, ურთიერთგაგება და პატივისცემაზე. როცა მასშიც კი შენ თავს ხედავ, როცა მის მიმართ იწყებ ეჭვიანობას, ეჭვიანობას იმიტო არა რომ არ ენდობი, არამედ იმიტო რომ გეშინია, გეშინია მისი დაკარგვის. მისი ყურებისას ყველა ტკივილი გავიწყდება, მისი შეხებისას ტანში ჟრუანტელი გივლის.  გინდა რომ დრო გაჩერდეს. მთელი ღამე ვფიქრობდი სიყვარულზე, ვფიქრობდი გონებაში საკუთარ თავს ვესაუბრებოდი თითქოს  და თან ვწერდი.

იცი არიან შეყვარებული ადამიანები და არიან სიყვარულზე შეყვარებული საზოგადოება. აქვთ ურთიერთობა თუმცა ჯერ კიდევ ვერ გაუანალიზებიათ უყვარდათ და უნდათ, სიყვარულია თუ უბრალოდ მიჩვევა. მიჩვევაც სიყვარულის ერთ-ერთი ელემენტია. საშინელი გრძნობაა, როცა სხვას შეგიძლია მისცე რჩევა,  ეს შეიძლება იყოს სწორი არასწორი, თუმცა ცდილობ დაეხმარო აპოვნიო გამოსავალი და მაშინ როცა შენ გჭირდება ეს , შენ თავს ვერაფრით ეხმარები და იწყება სრული ქაოსი. ვფიქრობდი ვფიქრობდი საბოლოოდ გამაგიჟებდა ვიცოდი თუმცა მაინც ვაგრძელებდი.  სიყვარული ჩემთვის იყო არის და იქნება ის გრძნობა რომელზე საუბარიც არ მომბეზრდება.

ვიხსენებდი ხალხს რომელიც მეუბნებოდნენ, რომ ვიყავი უჟმური, ვიყავი ნაგლი, ვიყავი უხეში, ვიყავი ამპარტავანი განებივრებული და საკუთარ თავზე შეყვარებული გოგო. ასევე ვიხსენებდი ადამიანებს რომლებიც მეუბნებოდნენ რომ ვიყავი თბილი , ვიყავი გულჩვილი,  ვიყავი “განსხვავებული” რომ არ ვგავდი სხვებს.შემდეგ გამახსენდა ადამიანი, რომელიც ძალიან შემიყვარდა მის მიმართ ძალიან დიდი პატივისცემას, დაფასებას ვგრძნობდი. ვიწექი და დავიწყე მასზე ფიქრი.

ვიხსენებდი მის ყველა სიტყვას რომელიც სიყვარულით და გრძნობებით ნათქვამი იყო. მახსენდებოდა თუ როგორი ძვირფასი ვიყავი მისთვის. მახსენდებოდა წარსული მასთან წერის დროს გათენებული ღამეები, მასთან საუბრის დროს გათენებული ღამეები. თვალ წინ მიდგა მისი სახე, მისი თვალები, მისი ხელები, ვგრძნობდი მის სურნელს, ვგრძნობდი მის შეხებას და ამ დროს, ვგრძნობდი სიყვარულს უდიდეს სიყვარულს. შემდეგ დავფიქრდი და ჩემი სიტყვები გამახსენდა “არიან შეყვარებული ადამიანები, არიან სიყვარულზე შეყვარებული ადამიანები”  იქნებ უბრალოდ მივეჩვიე, შეიძლება ეს მხოლოდ მიჩვევაა და საკუთარ თავს არ ვაძლევ უფლებას გავერკვე გრძნობებში რა მინდა და ვინ მიყვარს. იცი მთელი ღამე ვფიქრობდი და ვწერდი ვწერდი გაუჩერებლად. აზრებს ვერ ვალაგებდი სრული ქაოსი იყო, არავინ მყავდა რომ სულიერი სიმშვიდე მეგრძნო და ამ ყველაფრისგან შორს ვყოფილიყავი. მინდოდა ვიღაც გვერდით ვინც გამიგებდა, შესაძლოა გამოცდილი არ ჰქონია ეს ყველაფერი მაგრამ გამიგებდა. ისიც მომცემდა რჩევას გამამხნევებდა. მოკლედ იმ ღამეს დამათენდა.

 ღამის 5-6 საათი იქნებოდა, ტირილი მინდოდა, მინდოდა მეყვირა, რომ გავძლიერებულიყავი, მაგრამ არ შემეძლო ეს, იმდენად გაყინული ვიყავი ვერ შევძლებდი. მენატრებოდა მისი ხმა  მენატრებოდა ყველაფერი თუმცა უშედეგოდ და როგორ ჩამეძინა არ მახსოვს.

მე ვიყავი პრინციპული ეგოისტი გოგო, მაგრამ მასთან სრულიად განსხვავებული მასთან ვივიწყებდი ყველა იმ თვისებას, რაც მახასიათებდა. ახლაც ცუდად ვარ იმ ღამესავით, ახლაც საშინელი გრძნობა მაწუხებს მაგრამ ვცდილობ თავს მოვერიო, დიდი სიამოვნებით დავიძინებდი! სულ ჰქონდათ კითხვა რატომ ათენებ? რატომ არ გძინავს ? ამაზე პასუხის  გაცემა სულ მინდოდა მინდოდა ვინმესთან მესაუბრა, მაგრამ ვერ გამიგებდნენ ვიცოდი ამიტომ სხვა და სხვა მიზეზს ვიფიქრებდი. ვფიქრობ ახლა  და ვფიქრობდი იმ ღამეს კიდევ სხვა ღამეებს ვატარებდი ფიქრებში.  თითქოს ხელი წამიჭირეს ყელში და მახრჩობენ, ჰაერის უკმარისობა მაქვს ხოლმე, ერთ ადგილას ვერ ვისვენებ, ვბორგავ  მთელი ღამე ხან მარჯვნივ გადავტრიალდები ხან მარცხნივ, ბოლოს გათენებისას ჩამეძინება ხოლმე და ალბათ ძალიან დიდ შვებას ვგრძნობ იმ დროს.

facebook კომენტარები
Choose your Reaction!