***

Comments

და მე დღეს მშობა სევდამ ნამიანმა,ბნელით შემკულმა და წამლიანმა,დარდმა დამათრო, ალისფერიანმა,სიცოცხლე განვაგრძე, ვით ადამიანმა.

ვარდისფრად ვქსოვე გრძნობები ღამის,საჩუქრად მქონდა სხივები მთვარის,მე ხომ სულს მითბობს სიცივე ქარის,  და თან მაგონებს სიტყვებს დიადის – ნუთუსიცოცხლე და ნეტარება ღვთისგან ნაბოძი სიკვდილი არის?!

ლურჯად დავხატე ვარდის ფურცლები, მას ზედ დასტრფოდა თეთრი ღრუბლები,    მათ ჰარმონიას ვეღარ ვცილდები,        მოდი, მიშველე! -ტრფობით ვიცლები.

ისევ გათენდა ყვავილებს ვხედავ,ამ სილამაზეს სხვა რა სჯობსნეტავ,მე დღეს მყარად ვარმიყურებ მხედავ?!..ეს ნეტარება გულს აჯადოვებს,ლამაზად ფეთქავს,ლამაზად იღრწვის.

და მე დღეს მშობა სევდამ ნამიანმა,და გადამარჩინა თვით ადამიანმა….

facebook კომენტარები
Choose your Reaction!