უკვე ორასჯერ ამოვიდა მზე,ორასი დღე გავიდა ამ იმედისგან, მივიწყებულ პლანეტაზე,დედამიწა ორასი დღეა გახუნდა,ფერი გაუვიდა,თითქოს დაიღალა,ხელი ჩაიქნია კაცობრიობაზე და ბოლოს ჩვენი მოშორება გადაწყვიტა,არც ვამტყუნებ,ნახევარ წელზე ოდნავ მეტი გავიდა რაც ნაცრისფერ ცას გავყურებ და ჯერ არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ,თუ პირიქით არ ხდება ყველაფერი…
კარგა ხნის წინ როცა ეს ყველაფერი დაიწყო,საშიშად არაფერი აღიქმებოდა,ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა და ცხოვრების დინებას მიყვებოდა საზოგადოებაც,ერთ-ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე ვირუსი გავრცელდა,რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდებოდა,ამ უნარის წყალობით იგი მთელ მსოფლიოს რამდენიმე თვეში მოედო.იყვნენ ქვეყნებიც,რომლებიც წარმატებით ებრძოდნენ ამ ვირუსს,თუმცა ყველაზე დიდი კრახი,ისეთმა ქვეყნებმა განიცადეს,რომლებიც ჭარბი მოსახლეობით ხასიათდებოდნენ,რომელთა ტერიტორიაც შედარებით პატარა იყო.შესაბამისად, ერთმანეთან კავშირით ვირუსი ვრცელდებოდა და მსოფლიოს ეპიდემიურ რუკაზე ეს ქვეყანა მალევე წითლდებოდა,მალე ეპიდემია პანდემიად იქცა,რომელიც მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოვლენაა.მიუხედავად,ყველაფრისა ადამიანები არ ნებდებოდნენ,ისინი დანებებას არ აპირებდნენ და ყოველი სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოდნენ,მეც ამ მოვლენების შემხედვარე იმედს არ ვკარგავდი სანამ სიტუაცია არ გაუარესდა…
* * * *
ისევ ვეშვები ამ უსასრულო ხრამში, გზადაგზა კლდეზე გამოშვერილ ტოტებს ვედები და სხეული სულ დაგლეჯილი მაქვს,უკვე შევეგუე დაღმასვლას და მეც მშვიდი სახე მაქვს.მოტივაცია?გადარჩენის მოტივაცია ნულის ტოლია.ვფიქრობ ვნებდები მაგრამ,იმედი,ოხ რა ლამაზი რამაა იმედი,იქნებ რბილად დავეცე,იქნებ იქ ქვევით ვიღაც მელოდება,ყოველი დღე იმედიანია,თუმცა ეს იმედი რაღაც ბნელ ძალას კუთხეში ყავს მიმწყვდეული და ყოველ შეხებაზე აპატარავებს მას.
დედას ვხედავ,მის ღიმილს და მის თმის სუნს ვგრძნობ,ყოველ ჩახუტებაზე,რომ სითბოთი მავსებდა,მის თვალებს ვხედავ ყოველ ჯერზე,რომ ამ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისკენ მიბიძგებდა.
აი მამაც გამოჩნდა ყოველდღიურობით გადაღლილი,ერთადერთი ნათელი წერტილი გააჩნია ცხოვრებაში და ესეც მისი ოჯახია,მე და დედა,მას, ჩვენს გარდა არასდროს არავინ ყოლია,ასე ვებრძოდით ცხოვრებას გამუდმებით და ერთად გარკვეულ მომენტამდე მოვედით.მამა მაინც პოზიტიურია ყოველ დღეს იმედით უყურებს,ფიქრობს,იღბალი მართლაც არსებობს და ის მას ოდესღაც აუცილებლად იპოვის,აზარტულია საკვირაო გათამაშებებში უყვარს მონაწილეობის მიღება,მიუხედავად იმისა,რომ არასდროს არაფერი მოუგია,არ ნებდება და მეც ვასკვნი,რომ ეს მის ბუნებაშია,არ ნებდება ცხოვრებას,მომავლის იმედით უყურებს.
ვიღაც შავებში ჩაცმული ნიღბიანი კაცი შემოდის,ჯანდაბა რა მჭირს მოძრაობა მინდა,წამოდგომა მინდა,ყვირილი მინდა მაგრამ,არაფერი გამომდის,კაცი მამას უახლოვდება და მძინარეს თავში ტყვიას ესვრის,შემდეგ დედასთან მიდის,თვალებში ფოლადისებური სიმტკიცე მოჩანს,ცხოველურად ვიქნევ კიდურებს შინაგანად და ვყვირი მაგრამ,ვერაფერს ვცვლი. ცოტახანში სხეული მოწვყეტით შენელებულად,თითქოს სანახაობით ვიღაც სიამოვნებას იღებსო,ძირს ეშვება და დედის უსიცოცხლო მზერა,ჩემსკენ მოდის,ბოლო მომენტში იმედის განწირული სურვილით და იმედგაცრუების ნარევით სავსე თვალები მე შემომცქერის და წამიერად ეს სიუჟეტი პატარავდება,თითქოს უკან მივფრინავ,ოთახის ფიგურას ვშორდები და სიბნელეში გაურკვევლობისკენ მივექანები,ძლიერი ხმაური მაღვიძებს.
* * * *
მოსახლეობაში მალევე ფეხი მოიკიდა მოსაზრებამ,რომ ვირუსი ხელოვნურად გაავრცელეს,მდიდარმა მაღალჩინოსნებმა,რომელთა თავებიც შეპყრობილი იყო,მოსახლეობის შემცირების სურვილით.
დემოგრაფიულმა აფეთქებამ მართლაც მოიცვა მსოფლიო,საუკუნეების განმავლობაში მზრდადი კაცობრიობის მაღალი კედელი,უგუნურ ადამიანთა ქმედებებმა წამებში ჩამოშალა და საზოგადოება აქამდე მოიყვანა,თუ რა თქმა უნდა ახლა არსებულ ადამიანთა რაოდენობას საზოგადოება ეთქმოდა.
ვირუსის ხელოვნურად გავრცელების შესახებ ჭორები ობობის ქსელივით მოედო მთელ მსოფლიოს,თითქოს მთელი ცხოვრება ამას ელოდა ზოგიერთი ადამიანი,მათში ანარქისტებმა იწყეს გამოღვიძება,ზოგიერთ ქვეყანაში დაიწყო აქციები,რომელთაც აქტივისტების თქმით რევოლუციური სახე ჰქონდათ,პარალელურად ათასობით ადამიანში,რომელიც ქუჩებს მიაწყდა,სისტემის არსებული მდგომარეობის გასაპროტესტებლად,ვირუსმა მალე დაიწყო გავრცელება,როგორც მაშინდელი გადმოცემებიდან მახსოვს ვირუსმა მუტაცია მალევე განიცადა,სიკვდილიანობა ყოველ წუთს იმატებდა,მალე მსოფლიოს ნახევარი გაწითლდა ეპიდემიურ რუკაზე,მხოლოდ მეტად განუვითარებელ ქვეყნებსა და კუნძულებზე ვერ შეაღწია პანდემიამ.
ამასობაში აჯანყებულთა რიცხვი არ იკლებდა არამედ პირიქით,იმატებდა და მთელ მსოფლიოს თითქოს აჯანყებულთა შეთქმულების წინააღმდეგ უწევდა ბრძოლა,წამყვანმა ქვეყნებმა მალევე დასდეს ბრალი იმ სახელმწიფოს სადაც დაიწყო ეს საპროტესტო აქციები და მალევე სიტუაცია ისე დაიძაბა,რომ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა,უმცირესობაში მყოფ სახელმწიფოსაც გამოუჩნდნენ მხარდაჭერები და თითქოს პანდემია არც არსებობდა,კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე დადგა,ერთ-ერთი ქვეყნიდან დაბომბვების განხორციელებას მძიმე შედეგები მოჰყვა და მშვიდობიანი მოსახლეობა შეიწირა,ორი ეკონომიკურად უძლიერესი სამყარო ერთმანეთს სცდიდა.
ქვეყანაში,რომელზეც იერიში მიიტანეს,არსებობდა საიდუმლო რადიოსადგურები,ერთ-ერთი ყოველთვის იზიდავდა რადისტებს,რადგან ვერასდროს ხსნიდნენ მისგან მომავალ გაურკვეველ სიგნალებს,აღსანიშნავია ისიც,რომ რადიოსიგნალები უკვე დანგრეული რადიო სადგურიდან მოდიოდა,ამ ქვეყნის ტერიტორიის დაბომბვის თანავე ჩასაფრებულმა რადისტებმა შენიშნეს,რომ სიგნალი მალევე შეწყდა და საპასუხოდ,მოხდა ის რაც ალბათ კაცობრიობის მიერ ყველაზე უგუნურ ქმედებად მიმაჩნია,ატომური ბომბის გამოყენება.მსოფლიო ქაოსმა მოიცვა,ათასობით დაღუპული მილიონობით დამწვარი და დასახიჩრებული,უამრავი უსახლკაროდ დარჩენილი,მსოფლიოს ერთ დროს მაღალ კულტურული და მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყნები იმ დონემდე დაეცნენ,რომ კაცობრიობას ეს კოშმარი მოუვლინეს.როცა მიხვდნენ,რომ ეს ომი დასაწყისშივე განწირული იყო,შეჩერება დაიწყეს მაგრამ,ვაითუ უკვე გვიანი იყო,უამრავი ქვეყანა ხანძარმა მოიცვა,პერიოდულად ხდებოდა მიწისძვრები და უბედურებები თითქოს ერთი მეორის მიყოლებით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ,ბუნებრივი კატაკლიზმები ის წერტილი იყო მსოფლიოსთვის,რომელმაც კაცობრიობა იმ დონემდე მიიყვანა,რომ გაქრა ტერმინი ქალაქი და სახელმწიფო,პლანეტა დანახშირდა,აქა იქ შემორჩენილი მწვანე ადგილებიც მალე ნაცრისფერმა უიმედო ხედებმა შეცვალა.
ჩემი მშობლები…ჩემი მშობლებიც იმ ნაბიჭვარ ანარქისტებს შეეწირნენ,ღამით,რომ შემოიპარნენ სახლში,მე სასწაულებრივად გადავრჩი თუმცა შემრჩა ჭრილობები,სხეულზე და რაც მთავარია ჭრილობები გულზე,რომელსაც ვერავინ ვერასდროს შეახორცებს.ნეტა შემძლებოდა მათი დასჯა,დანაკუწება და ლეშიჭამიებისთვის მიგდება.როგორც არ უნდა მეძია შური,მათ უკან ვერ დავაბრუნებ,მათი დარდი,სევდა,შიში თან დამაქვს ამ უიმედო სამყაროში და თითქოს გარემოს სიმძიმე არ მყოფნიდეს,მუხლებში მკეცავს ისეთი მძიმეა ის ტვირთი,ტკივილი რომელიც ცხოვრების ერთადერთი იმედის დაკარგვითაა გამოწვეული…
* * * *
