რას გაუგებს კაცი ბავშვის ფიქრებს ?

Comments

    რას გაუგებს კაცი ბავშვის ფიქრებს?

რა ხდება? რა ვქნა? რატომ ? მივიღებ იმას რაც მინდა ?  ეს არის კითხვები რომელსაც,ჯერ არასდროს, ასე ძლიერ არ შევუწუხებივარ,თითქოს ყველა ჩემი ფიქრების ზღვა ერთად შეგროვდა და დიდი ტალღა წამოვიდა,რომელმაც ზედ გადამიარა. გადავრჩები?! საკითხავია.
ყველაფერი დაიწყო აქედან
სწორედ ამიტომ დავიწყე ჩანაწერების გაკეთება,ნუთუ სხვა რა უნდა აკეთოს ადამიანმა,რომელიც ფიქრების ტალღაში მოყვება.მინდა ამ ემოციებისგან დავიცალო ,რაშიც თქვენთან საუბარი დამეხმარება.

                            

                        რა ხდება ? 
გამარჯობათ,სახელი არ მაქვს არასდროს მომწონდა სახელები ჩემი აზრით,არ არის საჭირო რაიმესთვის სახელის მინიჭება,ხანდახან იმედგაცრუებას იწვევს ხან რას ხან რას .მოკლედ ამით იმის თქმა მინდა,რომ დამიძახეთ ის რაც გესიამოვნებათ.

მინდა ერთად შევქმნათ სამყარო ,სადაც ჩვენი ფიქრები გაერთიანდება და ერთად გადავიტანთ მას. ვფიქრობ რთული,მაგრამ სასიამოვნო პროცესია.

2020 წელია 9 სექტემბერი, უნივერსიტეტი 28 ში მეწყება და არ ვიცი მანამდე გული რაზე გადავაყოლო, მაგრამ ახლა უკვე მარტო არ ვარ და თქვენ მყავხართ ,რაც ძალიან მიხარია ,უცნაური შეგრძნებაა იძენ მეგობრებს,რომლის შესახებაც არაფერი არ იცი ,მოუყვები შენი თავის შესახებ და არ იცი რა რეაქცია ექნებათ,ზოგს მოეწონოს,ზოგს მობეზრდეს,ზოგმა თავისთავი აღმოაჩინოს ზოგმა რა ზოგმა რა,მაგრამ ცდად ღირს.

ვარ 18წლის რაოდენ სასაცილოც იქნება,18 წლის ბავშვის ფიქრები,რომელიც მხოლოდ ჯერ ერთ ფიქრების ტალღაში მოყვა,ამავე დროს საინტერესოც იქნება.

მაწუხებს ის რეალობა რაშიც ახლა ვარ.ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რა ხდება ჩემს გარშემო ,მემგონი არასწორ ასაკში დავიწყე ამაზე ფიქრი ,რადგან ვაღიარებ ბევრ რამეში მიშლის ხელს.

არ ვიცოდი სად ჩამებარებინა ,მაგრამ ჩარიცხვის შემდეგ, მომინდა ჩემს მეგობრებთან ერთად ვყოფილიყავი,რომლებიც სხვა უნივერსიტეტში მოხვდნენ,ალბათ ამას იმიტომ ვფიქრობ,რომ  ასე მოხდა,შეიძლება იქ მოხვედრის შემთხვევაში სულ სხვანაირად მეფიქრა,რას  გაუგებს კაცი  ბავშვის ფიქრებს.ხან რა უნდა ხან რა ,ამასობაში რაც აქვს ისიც ავიწყდება .
ჩემთვის ცხოვრება,სულ სხვანაირად ჟღერს,ვფიქრობ როგორც სიზმრები ისეთივეა.ადამიანები,ქალაქები,ქვეყნები და ზოგადად სამყარო ჩვენი წარმოსახვის ნაწილია,ჩვენ  ვქმნით მას , შეიძლება ახლა თქვენ საერთოდ არ არსებობთ ,მაგრამ იმიტომ ვწერ,რომ ჩემს თავს დავეხმარო და რაიცით თუ ჩემი თეორია მცდარია იქნებ თქვენც.

იმას ვამბობდი,რომ ჩვენს ირგვლივ უბრალოდ პერსონაჟები არიან,რომლებიც გვეხმარებიან ან კიდევ ხელს გვიშლიან , ხოლო ის გარემოებები რაც ჩვენს ირგვლივ ხდება ,  ჩვენვე გვეხმარება რომ განვითარდეთ ცხოვრებაში და უფრო ძლიერად განვაგრძოთ სვლა.სვლა,რომელიც მე მეზარება იმ კითხვების გამო რაც დასაწყისში ვახსენე.მაგრამ მომწონს ეს პროცესი უსასრულობის განცდა მეუფლება არ შემიძლია ისეთ რამეზე ვიფიქრო, რაზეც პასუხი მექნება და ფიქრს შევწყვეტ,ამით ხომ უკვე მომბეზრდება ის ,ამით ხომ ყველაფერი მოსაწყები ხდება როდესაც ყველაფერზე გაქვს პასუხი ამიტომ ვეძებ ისეთ რამეს რაზეც სულ შემეძლება ფიქრი და არ მექნება პასუხი. არ მინდა ბანალური ცხოვრება/პროფესია ,ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე და არ მინდა რაღაცას დავჯერდე მინდა სულ სიამოვნებას ვიღებდე. ამბობენ ეს არის ცხოვრების საიდუმლო-ადამიანი ბედნიერებისთვისაა შექმნილი. მეც ვარ მაგრამ ისეთი ბედნიერებით ვარ შეპყრობილი ,რომელიც მაწუხებს.რას გაუგებს კაცი ბავშვის ფიქრებს.

                                    

                              რა ვქნა ? 
ვაზროვნებ ანუ ვარსებობ ?  მითხრა ჩემმა საუკეთესო მეგობარმა .მეც დავაუჯერე მას და არსებობისთვის ვაზროვნებ ,მაგრამ საკითხავი ისაა თუ როგორ ვაზროვნებ,თქვენ რას ფიქრობთ სწორია ასეთი ფიქრების მორევში ყოფნა? ბევრისგან მომისმიენია,რომ ეს მხოლოდ  ფიქრებია,შენი წარმოსახვის ნაწილი,რომელსაც შენ აკონტროლებ,რატომ ირთულებ ცხოვრებას? უბრალოდ დაივიწყე,ნუ უღრმავდები მსგავს რამეებს,ყველაფერი ბევრად მარტივია ვიდრე ჩანს და მსგავსი პასუხები.

მე კი თითქოს უკვე ისე მივეჩვიე მიყვარს კიდევაც ამ ფიქრების ტალღის ქვეშ ყოფნა,რაც არ გკლავს ის გაძლიერებსო. მსგავს სიტუაციაში ეგრე უნდა მოიქცე,როცა გამოსავალს ვერ პოულობ უნდა მიეჩვიო მას და  ტკვილი კი არ უნდა  მიიღო მისგან,არამედ უნდა ისიამოვნო .

ვცდილობ,რომ ვიპოვო ჩემი თავი ,მაგრამ არ გამომდის.მემგონი ადამიანი ვერასოდეს ვერ მიხვდება,რომ საკუთარი თავი იპოვა,მას სხვები ამჩნევენ.როგორც ღვთის მიმსგავსების მაგალითზე,შენ ვერასოდეს ვერ მიხვდები,რომ ღმერთს ემსგავსები,მას სხვა თუ დაინახავს შენში.რას გაუგებს კაცი ბავშვის ფიქრებს ?
                               

                             რატომ ? 
მემგონი ამ წერის დროს ნელ-ნელა ვფხიზლდები და ამ კითხვას საჭიროდ აღარ ვთვლი.ამბობენ ყველაფერი,რაც ხდება უკეთესობისკენ ხდებაო. თითქოს არ ვეთანხმები ,რაც არ უნდა მოხდეს ცუდი თუ კარგი ყველაფერი დროებითია.გააჩნია სიტყვა უკეთესობას როგორ აღვიქვამთ უკეთესობა როგორც პიროვნული ზრდა თუ სხვა?

პიროვნული ზრდის მხრივ მართალია, ახლა რაც ხდება ჩემს გარშემო უფრო მეტს მმატებს ვიდრე ყველაფერი ისე რომ მომხდარიყო,როგორც მინდოდა.ჩემი აზრით ეს უფრო საინტერესოა,როცა არ იცი რა გელოდება,თითქოს და გეგმა აღარ გაქვს ყველაფერს ახლიდან იწყებ,რაოდენ რთულიცაა ასევე საინტერესოცაა.უბრალოდ უნდა ვიაზროვნო ,რომ ვიარსებო და ყველაფერი იმედია კარგად იქნება.

ამით თავს დავახწევ ფიქრების ტალღას?! რატომ ?! იქნებ აღარც მინდა.რას გაუგებს კაცი ბავშვის ფიქრებს ? 
               მივიღებ იმას რაც მინდა? 

 
ამბობენ რაიმეს მიმართ სწრაფვა არ უნდა გქონდესო,პეპლის დაჭერა რომ გინდა ის გაგექცევა,ამიტომ სჯობს ამას ადრევე შეეგუო.

ამ შემთხვევაში მე თქვენი დახმარებით მივიღე ის რაც მინდოდა თითქოს დავწყნარდი ,როდესაც რაღაც არ გამოგდის განა უნდა დანებდე არამედ მოქმედება უნდა შეცვალო ,მეც დავდჯექი და პეპელას ჩემი ამბავი ვუამბე და ის თავად მოვიდა ჩემთან.

ჩემი აზრით ესაა ცხოვრება არ უნდა გვქონდეს მისწრაფვა რაიმეს მიმართ ,არ უნდა ავყვეთ ემოციებს.უბრალოდ უნდა ვიყოთ გულმწრფელები,მადლიერები და ყველაფერი ისე უცბად და შეუმჩნევლად დალაგდება,რომ ვერც მივხვდებით,რადგან შენ უკვე კიარ მიისწრაფვი ,არამედ რაღაც სხვა. რას გაუგებს კაცი ბავშვის ფიქრებს?

facebook კომენტარები
Choose your Reaction!