☀️ ♥ სურათი მთლიანად უნდა აღიქვა და დაინახო. ეს ფრაზა ბაბუამ 5 წლის ასაკში მითხრა. რატომღაც ძალიან კარგად დამამახსოვრდა. მაშინ ამ სიტყვების აზრს ბოლომდე ვერ ჩავწვდი. ბევრჯერ ვეკითხებოდი რას ნიშნავდა მისი ნათქვამი. ის კი მპასუხობდა დრო მოვა და ყველაფერს მიხვდები. ♥
ერთს დღეს ადრე გამეღვიძა და გასეირნება გადავწყვიტე. ხის დანახვისას დავფიქრდი და მივხვდი რომ მის კენწეროზე მჯდარს უფრო კარგად ვიფიქრებდი. როდესაც დავინახე როგორ იშლებოდა ჩემს წინ თვალწარმტაცი ხედი მაშინვე მივხვდი და გავიაზრე ბაბუას ნათქვამი. სურათი ნაწილ ნაწილ კი არა როგორც ყველა და ყველაფერი ერთ მთლიანობად უნდა აღიქვა და შეაფასო. ვგრძნობდი რომ იმ წუთიდან ეს ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი გახდა. 🌳 შემეძლო ხეზე საათობით ვმჯდარიყავი და სამყაროს მზერით დავმტკბარიყავი. მზის ჩასვლის დროს ცა იასამნისფერი და ვარდისფერი ხდებოდა ზოგჯერ ნარინჯისფერიც იყო. გეგონებოდა ჰორიზონტზე ღრუბლებს შორის კოცონი 🔥 გიზგიზებსო. ეს ადგილი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
