🖋,, არეულ თმებში გამოვამწყვდევ სამყაროს შფოთვას,
ხელისგულიდან მიმოვფანტავ სიყვარულს მზიანს.
თუ კლდის ნაპრალებს ბევრჯერ შუა მოუქცევიხარ
ნუ დაღონდები, ყოველი ცდა ყოველთვის ღირდა!
აწეწილ თმებში გამომწყვდეულს ვატარებ სევდას,
დედამიწაზე სწორედ ასე ჩამომაქვს ზეცა.
ყრუ კოშმარიდან მეათასედ გადარჩენილი
სიკვდილის ფასად გამარჯვებულ სიცოცხლეს ვბედავ.” 🖊
facebook კომენტარები
