იქარგებიან განვლილი წლები და აბლაბუდას ემსგავსებიან,
ნისლო, მეც შენებრ პირქუში ვხდებიცაო, ეგ წვიმაც გადამდებია;
დამუნჯდებიან გზათა მგზავრები, დააყრით ფიქრი ტანზე ეკლებად, ხალხთა შორის ხარ და იკარგები
და განსაცდელი ჟონავს წვეთებად.
აღმოსავლეთის ქარი მძვინვარებს,
თავს გევლებიან მზარდი წვიმები
და ბავშვობაში განცდილ სიმწარეს
ვერ ივიწყებ და ქართან წყვილდები,
ნაცნობები კი ჭუჭყიან ხელებს, ზედ შემაწმენდენ და გაქრებიან, წაიკითხავენ ჩემს ნაშობ ლექსებს,
-ვერ გაიგებენ, ვერ მიხვდებიან.
მერე დანისლულ, მიუვალ გზაზე, ყვითელ ფოთლებად გავიფანტები, მოვა ზამთარიც და სევდით სავსე
მუხლამდე თოვლში ჩავიკარგები.
ნერეიდა 🦋
მ. ქ.