დედაჩემი ბოშა იყო

Comments

მე რომ დავიბადე თოვდა .

ნოემბერი იყო და თოვდა…

დიდი მუცლით სარეცხს ფენდა, როცა თეთრ მიწაზე წითელი ლაქები დაეცა და იქვე ტკივილით გამაჩინა .

დედაჩემი ბოშა იყო,

წყეული ბოშა.

საშინელი ორსულობა და ამაზე მეტად საშინელი მშობიარობა ჰქონდა .

იმდენად რთული, რომ შემდეგ მილები გადაუკეტეს და ოცნება მეორე შვილზე და თან გოგოზე მოკვდა.

ყოველთვის როცა შვილს წარმოიდგენდა მის ნაირი გოგონა უნდოდა, მე კიდე ჩასახვიდანვე გავუცრუე იმედი.

სახელიც ბოშის დამარქვა.

-ანდრე

როცა წამოვიზარდე, მის ცისფერ თვალებში ხშირად ვხედავდი სევდას და ეს სევდა ორივესთვის იყო მტანჟველად აუტანელი .

ჩვენ ერთმანეთს ვგავდით და ერთმანეთს ვერ ვიტანდით…

ჩემთან ერთ ოთახში ყოფნაც კი სულს უხუთავდა და წუთზე მეტს ვერასდროს ჩერდებოდა .

დედაჩემი ბოშა იყო.

წყეული ბოშა.

ბებია დანაოჭებულ თითებს სახეზე გადამისმევდა ხოლმე და მეტყოდა:

-ყურადღება არ მიაქციო, თავისებურად უყვარხარ.

მე კიდე ამის შეგრძნება ისე მაკლდა, რომ რაც უფრო ვიზრდებოდი უფრო მეზიზღებოდა წყეული ბოშა.

თვალები მისი ფერის და თმა მამასავით გიშრის ფერი მქონდა და ვოცნებობდი ამ დაწყევლილი ცისფერების ნაცვლად თვალებიც მამის მქონოდა .

მამა არ მახსოვს, ჩემს დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა .

ფირზე გასული მულტფილმები და ლამპაზე გამთბარი ხელები იყო ერთადერთი ბედნიერება .

ჰო და იყო იმ დროს ნამდვილი მეგობრობაც.

ერთი ნაჭერი პურის ორ, სამ და ხან ოთხ ლუკმად გაყოფილი მეგობრობა.

დილამდე საუბრები მახსოვს, მაგრამ საუბრები თვითონ არა.

ერთ დღეს შეშლილივით, ფეხშიშველი დედაჩემი გამოვარდა და გადაწყვიტა რომ მინსკში ვაპირებდით წასვლას.

12 წლის თუ ვიქნებოდი, მაგრამ დღემდე მახსოვს ჩემი ცხოველივით განწირული ხმა.

ხმა რომელიც აქ დარჩენას ითხოვდა.

დედაჩემი ბოშა იყო.

წყეული ბოშა .

ავდექით და ბებია, მე და ბოშა ავიბარგეთ და გადავიკარგეთ სიცივით გაჟღენთილ ქალაქში, სრულებით უცხო სამყაროში დაიწყო ჩვენი ტანჯვა.

იქ იმაზე მეტი გაჭირვება დაგვხვდა ვიდრე აქ ოდესმე 90 ან წლებში ყოფილა…

სიცივე, შიმშილი, უსიყვარულობა.

ამასობაში ნოემრისეულ შემოდგომას 14 წელი შემისრულდა და ხასიათი საგრძნობლად შემეცვალა .

სახლში იშვიათად მოვდიოდი და როცა მოვდიოდი გიჟი ბოშა ოთახს ტოვებდა .

ბებია ისევ ისე მისვამდა სახეზე ხელებს მაგრამ აღარაფერს მეუბნებოდა .

ერთ დღეს დედაჩემი ვიღაც კაცთან ერთად დამხვდა, მაშინ აპრილი იყო და მინსკში ისევ თოვდა .

გამოაცხადა ვთხოვდები და იურისთან მივდივარო.

არაფერი მითქვამს, ფეხებზე მეკიდა .

მაშინ მეგონა რომ მეკიდა .

დედაჩემი სახლიდან წავიდა და დავრჩით ორნი.

მე და ბებია.

წელიწადში სამჯერ დამიჭირეს და სამივეჯერ ბებიას გული გაჩერდა .

ბოლოს ვეღარ გადაიტანა ამდენი ნერვიულობა და სახლში მოსულს მის საყვარელ სამზარეულოში , საყვარელ მაგიდასთან მძინარე დამხვდა .

გულის სიღრმეში ვიცოდი რომ არ ეძინა, მაგრამ მე უკან გამოვბრუნდი.

მეგობართან შევედი და ვუთხარი ბებიას ძინავს დღეს აქ დავრჩები თქო .

დედაჩემი ერთი წლის მერე ბებიას გასვენებაში ვნახე .

ყოველთვის სუსტი იყო, მაგრამ ახლა ავადმყოფურად გამხდარი, დაღლილი და სევდიანი იყო .

იმდენად სევდიანი რომ დამინახა მოვიდა და ჩამეხუტა .

დედაჩემი 17 წლის მანძილზე პირველად გადამეხვია და ბავშვობის სურვილი იმის რომ მას შევხებოდი უცნაურად შედგა .

მე ქანდაკებასავით ვიდექი და ვერაფერს ვგრძნობდი .

-უბედური ხარ

ერთადერთი რისი თქმაც მოვახერხე ეს იყო და გავშორდი .

მარტო დავრჩი წყეულ მინსკში და აუტანელ სიცივეში .

უსიყვარულობა გამეფდა ჩვენს ქოხში, სადაც ერთი მოხუცი მაინც გამოსცემდა სითბოს ოდესღაც .

სახლში ფეჩი მენთო, მაგრამ ყოველთვის ძვალ-რბილში მატანდა სიცივე და ამ სიცივეს ვერ ვშველოდი ვერასდროს.

ერთ დღეს დედაჩემი სახლში მოულოდნელად შემოვიდა და ჩემს წინ დაჯდა, მაშინ უკვე ცხრამეტი წლის ვიყავი და მეგობარ გოგოსთან ერთად ვცხოვრობდი.

გაკვირვებულმა წარბები ავზიდე და მივაშტერდი.

-მოკვდა

უდარდელად ამოიჩურჩულა და შაჩავებული თვალების ცეცება დაიწყო

-არ ეწევი?

მკითხა და უთქმელად მიწოდებული სიგარეტის მოზრდილი ნაფაზი დაარტყა.

-იური მოკვდა

გამიმეორა და ურეაქციოდ მყოფი რომ დამინახა გაეცინა.

-ასე არ უნდა დამსგავსებოდი

სინანულით ამოთქვა და ფანჯარაში გაიხედა.

ყვავები ჩვენს სახლს უვლიდნენ და ჰორიზონტს მიღმა სიკვდილი იდგა .

-მამაშენიც მოკვდა, მცემდა ხოლმე . იურიც მცემდა…

კაცებში არასდროს მიმართლებდა, შენც კაცი ხარ.

აღიარებასავით გამოუვიდა და თვალებში ჩამაშტერდა.

-მამაშენი მე მოვწამლე

-იურიც

ინტიქტურად ვუთხარი და გაკვირვებისგან წამით დადუმდა .

მერე ისე როგორც მოვიდა, ადგა და სანამ გავიდოდა სევდიანი, ნატანჟი ცისფერი თვალები მომაპყრო.

ერთ ხანს თვალებში მიყურა, შემდეგ თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა და ტაომ მთელს ტანზე დამაყარა .

-გაზრდილხარ ანდრე

დედაჩემმა პირველად დამიძახა და წყეულ კარში გაუჩინარდა .

გარეთ ყვავები ისევ ცეკვავდნენ და სიკვდილიც თითქოს ვიღაცას უცდიდა .

საბოლოოდ გადავწყვიტე მინსკის დატოვება და უკან, საქართველოში დაბრუნება .

ეტლით ხიდზე გადმოვდიოდი , თოვდა .

ჩემი დაბადების დღე თენდებოდა .

ჩათვლემინს , მეეტლის ყვირილმა გამაღვიძა .

ვიშვიშებდა .

-რა ახალგაზრდა, რა ახალგაზრდა .

თავში ხელებ შემოლაგებული ბუტბუტებდა…

სანამ აზრზე მოვიდოდი და ვკითხავდი რა მოხდა, ჩანჩქერიდან სხეული ამოეღოთ ხალხს და მათი ხმა ყურთასმენას მიწვავდა.

-ქალია

-თავი მოიკლა?

-გადახტა ბიჭო, გადახტა

ეტლზე მიყინული ვიჯექი და საკუთარი გულის ცემა ყელში მესმოდა .

ყვავები იქვე ტრიალებდნენ, სიკვდილი წასულა .

როცა გონს მოვედი ცხარე ცრემლით ვქვითინებდი და ყველა მე მიყურებდა…

მე მას ისე ვგავდი, რომ ვერ შემიყვარა .

მარტოსული, შეშლილი და მისნაირი შიზოფრენიკი დამტოვა.

მე კიდე დიდი ხნის წინ ვაპატიე ჩვენი მსგავსება.

დედაჩემი ბოშა იყო.

წყეული ბოშა .

თოვდა, ისე როგორც პირველად ჩემი დაბადებისას .

#იაგამი

facebook კომენტარები
Choose your Reaction!