უყურებდი მას და გული უთრთოდა ასეთი გრძნობა არასდროს განეცადა… ეკითხებოდა გულს თუ რა იყო ეს, პასუხი ადვილი იყო მაგრამ ამ პასუხის დაჯერება რთული.ვერ გაერკვია ეს გრძნობა ორმხრვი იყო თუ არა… დახეტიალობდი ბუნებაში და სულ მასზე ფიქრობდი, ნეტა როგორ გამოთქვამს მის სახელს ,,ანას” როცა დაინახავს კიდევ გაუღიმებს? ან რატომ უხაროდა მისი ღიმილი ასე… ისიც ხომ ჩვეულებრივი იყო… როცა მას ხედავდა სამყარო რატომ იცვლებოდა? მაგრამ არა არა და არა არ მისცა უფლებას ის კვლავ შეჭრილიყო მისცხოვრებაში, ერთხელ მისცა ამის შანსი და ის უკვალოდ გაქრა, ყველაფერი ისე მოხდა,როგორც ფიქრობდა, განა ყველა არ მიდის მაშინ, როცა მიუწვდომელი მისაწვდომი ხდება ….მაშინ თავს იკატუნებდა და სულ ამბობდა ანა არავინ გახადო პრიორიგეტული… არ შეიყვარო,ანას ყველასთან ქონდა გარკვეული დისტანცია,რომლის დარღვევის უფლებას არავის აძლევდა,რის გამოც ანას მიუკარებელ და უხეშ ადამიანად თვლიდნენ… არაფრის შეცვლას არ აპირებდწ, რატომ? მხოლოდ იმიტომ,რომ ცხოვრება ასეთია ანამ ერთხელ ცადა მისთვის საყვარელი ადამიანის დაბრუნება,მაგრამ უშედეგოდ თხოვდა,ემუდარებოდა ,მაგრამ შედეგად მხოლოდ იმედგაცრუება მიღო.. და რას აპირებდა პიტეტის შემთხვევაში??არაფერს… მან ცხოვრებაში პირველად ყველაფრი დროს მიანდო… სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად სახლი კი,ქალაქიდან 20წუთის სავალზე იყიდა ,ასეთი მშვენიერება მას არსად ენახა,მაგრამ ყოველთვის ოცნებობდა.სახლი პატარა და ლამაზი იყო დიდი გამწვანებული ეზოთ, ჰამაკით ,აივნითა, უმშვენიერესი ბუნებისა და ზღვის ხედით ანას ძალაინ უყვარდა ასეთი გარემო,ყოველთბის ოცნებობდა ქონოდა ასეთი სახლი, სადაც მარტო იქნებოდა,თავის საყვარელ წიგნებს წაიკითხავდა და დილით ჩიტების ჭიკჭიკით დატკბებოდა… ანამ ახალი ცხოვრება დაიწყო ახალი მეგობრები გაიცნო თითქმისდა დაივიწყა პიტერი,მაგრამ ის არავის ეუბნებოდ,სად ცხოვრობდა ან წარსულში რა გადაიტანა,ის უფრო უკარებელი გახდა და არავის უყვებოდა ბევრს მის შესახებ ერთ დღესაც,როცა სახლში ბრუნდებოდა, რადიოში სწორედ ის სიმღერა გაისმა, რომელიც ანასა და პიტერს უყვარდა.ტექსტი ზეპირად იცოდნენ და ერთადაც კი მღეროდნენ..ანას კვლავ გაახსენდა პიტერთან ერთად გატარებული დღეები დაიწყო მასზე ფიქრი,რას აკეთებდა ? ან გაიცნო ვინმე,მაგრამ მისთვის მნიშვნელობა არ ქონდა ის მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,რომ პიტერი იმსახურებდა ბედნიერებას… ამ ფიქრებში გართულმა მივიდა სახლში და რას ხედავს მის სახლის ახლოს მდგარი სახლი იყიდებოდა,ის დაინტერესდა ვინ იყო ახალი პატრონი ,ვინ გადმოდიოდა მის მეზობლად გაიფიქრა ნეტა ოჯახი იყოს თან ბავშვები ყავდეთ საღამოობით ერთად გავერთობოდით,თითქოსდა მარტოობით მოწყენილი იყო,მაგრამ,როცა ამბის გასარკვევად მივიდა დაინახა,რომ სახლის ახლი მეპატრონე პიტერი იყო.უბრალოდ უყურებდა და ვერც კი გაეგო რა ემართებოდა… თითქოსდა თვალწინ ჩაიარა თავისმა ბედნიერმა წლებმა … წლები მოანდომა პიტეროს დავიწყება,მაგრამ ანა მიხვდა,რომ მისი დავიწყება შეუძლებელი იყო და ერთი ნახვითაც გაახსენდა ყველაფერი უნდოდა მისულიყო ჩახუტებოდა,მაგრამ არა ის უსიტყვოდ გატრიალდა და წავიდა …
სიყვარულის გამოწვევები
Date
Comments
facebook კომენტარები
Choose your Reaction!
