_”ამნაირი: ანცო როდი შაგცონ?
_ანცო: ზეგ არადნა ხვალე.
_ამნაირი: მალენ გათენდება?
_ანცო: ვიცინ რონ რამენ?
_ამნაირი: ზუსტ-ადრე მითხრამონ ?
_ანცო: ჩემ ფეხებს შლილ, რო 120 გრადუს შალე_რომაულ ციფერბლატიანს, ბოლოს რო დამტოვენ, იქ, იმ დრონ ,იმ პოზა, იქ მოდ, და ჩელონ წამოიღე.
_ამნაირი: ჩემ ჯაზ-სექსმობავიდუს ხა-არნ.”
ზაფხულია. სანამ გამხმარა მწვანე ბალახი მოსწრებაზე ვარ და იოჰან სებასტიანი აძოვებს ცხვრებს ჩემი ჩელოთი. მიყვარს გამორჩეულად ბალახობის მუსიკა. ჩელოსაც მოსწონს, მაგრამ ბოლო დროს შევატყვე, რომ ძალიან ვნებიანად აძოვებს ბალახს, ისე რომ ცხვრებს ერთმანეთისაც კი რცხვენიათ. მეც გადმომედო ვნებაჩელვიდუსი და ერთი სული მაქვს როდის შევუცანცოვებ ჩემს სექსმობავიდუსს.
დათქმულ ადგილს შევი(ე)ყარენით_ამნაირი და ანცო. ტყის პირას, ლამაზი მინდვრის ნაპირით შემოზღუდულებს, დრომაც ჩაგვიგდო პაუზის ღუზა4/4 _ზე და მეტი რა გვინდოდა ?როგორც მტრედნი გულისანი, აღვირმოხსნილი და ტანსაცმელ შემოდღლეზილი ერთმანეთს შევუნდეთ ვნებები და ვიწყეთ ფეხაკრებით ლტოლვა. მარჯვენა წინ, მარცხენა უკან . და ასე დაუსრულებლად. ნდომის განშტოებათა ალღომ არ უნდა გვიღალატოს.
მწვანემ ფერი თუ იცვალა და გაღიავდა_ ჩელოს პარტია შემოდის. მისი ხმოვანების სიმარტივე და ფოთლების შრიალის ერთფეროვნებასთან აკაპელა გვატკბობს, ვლანდავთ აზრებს და ერთმანეთს ვეფერებით_მარჯვენა წინ და მარცხენაც წინ. წინ მივიწევთ უშფოთველად და მიზანმიმართულად არ ვნებდებით.
სინარნარეში ჩაკარგულებს გაგვიწვიმდა. პატარა მდინარეებმა იწყეს დენა_ ფეხებში და ფეხებს შუაც. კოკისპირულად წვიმს. ანცო იბრძვის, მეჭიდება, ენერგიას ვეღარ ზოგავს, მეც ცუდ დღეში ვარ და ვცდილობ ანცო მდინარეებმა არ წამართვან, მაგრამ წყალმა ჩვენი კვაძი, როგორც იქნა მაინც გახსნა და დავკარგეთ ვნება.
ყველაზე დიდი უცნაურობა ამ ამბავში ის იყო, რომ ჩემი ჩელოს ხმა ამ ყველაფრის ფონზე უფრო და უფრო ძლიერდებოდა. და რას ვხედავ?! მობილურში გამოკეტილი იოჰან სებასტიანი ბალიშის ქვეშ შემძვრალა და ცხვრებს აბალახებს. აი ამას ვხედავ უკვე საკუთარი ორი თვალით. ბახის მისტიკამ სიზმარში განჭვრიტა ჩემი ქვეცნობიერის ექო. განათდა!
