fbpx
0

მე, ერთ დღეს მოვალ შენთან!

გულში ჩაგიკრავ ძლიერ.

რა დამავიწყებს შენს თავს,

შენს ზღვისფერ თვალებს, ცისფერს.

მე,  გადმოვლახავ ცხრა მთას

და  დავამარცხებ ეშმაკს.

ციდან მოგიწყვეტ ვარსკვლავს

და ერთ დღეს მოვალ შენთან.

როცა იწვიმებს ღამით,

მაშინ ვიცეკვებთ ტანგოს.

მე  სიყვარულით მთვრალი,

შენი თვალები მათრობს …

შენ,  ჩემო გულის ფეთქვავ,

თმაში ჩაგაწნი ვარდებს.

მე,  ერთ დღეს მოვალ შენთან,

ერთად ავუშვებთ აფრებს.

არ დავიღლები თმენით,

ვერ შემაშინებს სეტყვა.

მე გადმოვლახავ ცხრა მთას

და მაინც მოვალ შენთან.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!