უხორცო

Comments

უცხო სხეული ჩამსხვრეულ მზერით,ჩაწნული მკერდში ლილისფერ ღვედით,გაკრთობს ღვთიური ღაწვების ფერი,რძისფერი წელი – რჩეული ფერი…

ეს მონატრება ნაფლეთი შენით,დაკაწრულ ვნებით, სიშმაგით, ჩემით…აცრილ ღიმილზე ალესილ ლერწმით,წვეთწვეთად მჟონავ სიცოცხლის ნერგით…

შესვი ნაყოფი წარსულის მსხვერპლის,ტკივილიანი ტუჩების ნერწყვის,მომეცი ნება, სურვილი შენი,სიწითლე ფერთა გამთბობი ხელის.

შინდისფერია ეს სუნთქვა ჩემთვის,გავთავისუფლდი უხორცო სევდით…

სიყვარულია ლახვარი მხედრის,ანაზდეულად მწვანეა ხვედრი.შენ მაგნოლიას ამსგავსებ მკერდით,ის ხავერდია ნატიფი მზერით.

შენ უცნობი ხარ – ნაცნობი ფერით,ის უფეროა – ნაცნობი შენთვის.თქვენ ერთობა ხართ, მზერა ხართ ერთი,ერთი სუნთქვა ხართ, ბგერა ხართ ერთი.

facebook კომენტარები
Choose your Reaction!