fbpx
Polish_20200428_111958267
0

ჩუმი ნისლივით მოედე ჩემს გულს,

ჩემში შექმენი შენი ხატება,შ

ავსებ ჩემში დამარხულ უფსკრულს,

მე შენი თვალები მიყვარდება…

ჩუმი ნისლივით მიხუჭავ თვალებს

და მე შენს მიღმა ვერავის ვხედავ…

ვიცი, ეს გრძნობა მალე გადამრევს…

ვგრძნობ, როგორ მიტევს შიგნიდან სევდა…

ჩუმი ნისლივით მოედე უფსკრულს,

მე კი ნისლისგან შევქმენი ღმერთი…

ალბათ, სიბრიყვე მაკვირვებს უფრო,

ვიდრე გრძნობები, ასე რომ ვებრძვი…

ვგრძნობდი, დნებოდა ჩემში სამყარო,

სანთლის ცრემლებმა ათიეს ღამე…

მენატრებოდი… ფიქრი… თამბაქო…

ვეძალებოდი შენს მბზინავ თვალებს…

როგორ დაბნელდა… როგორ გავლიე…

მთელი სიბნელე გავცვალე ნისლში…

სხეულზე კაბა შემოგახიე

და სულის ნახვის ჩავდექი რიგში…

ველოდი ფიქრებს… როგორც სიკვდილი,

ვიცი, რომ მოვლენ ჩემთან მტრედები,

ჩემს შემდეგ ყველა ჩემს სახელს იტყვის,

მე სიბნელეში დავეხეტები…

ისევ დავხურე მე შენი ბაგე

და ჩემი სუნთქვით ვასუნთქე ზეცა…

ვიწრო ბილიკებს ვარქმევდი სახელს…

ვნახე, სიტყვებმა სამყარო შეძრა…

მე მელოდიას მივდევდი სადღაც,

იფანტებოდნენ ჩუმი ქარები,

ჩემს ცხოვრებაში მე შენზე მეტად

ვიცი, ვერავის შევიყვარებდი…

ჩუმი ნისლივით მოედე უფსკრულს,

(ვიცი, ნისლები როგორ შემცვლიან)

და რაღაც სენი დამართე ჩემს გულს…

მე კი ვგრძნობ დარდი შემომეჩვია…

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!