fbpx

ძილისპირზე მორბენალი – ნაწილი II

0

ნაწილი II

კარი  გავაღე და ხელთ შავებში გამოწყობილი შუახნის მამაკაცი შემრჩა.  ცილინდრისებური შავი ქუდი მოიხადა და სასქესო ორგანოზე მომადო.-მიიფარე! – მკაცრი ტონით მითხრა მან.მეც მორჩილად შევასრულე მისი ბრძანება.სახლში შემოვიდა, ოთახი მოათვალიერა. შემდეგ შავი ხელჯოხი მაგრად დაჰკრა იატაკს და მრისხანედ გამოსცრა კბილებში – უნდა დავილაპარაკოთ!-ვინ ხარ  და რაზე უნდა ვილაპარაკოთ? – აკანკალებულამა ვთქვი მე.– ვინ ვარ? ბატონო კობმლე, მე არ ვაპირებ ამაზე გიპასუხოთ. და რომც ვაპირებდე, თქვენ მაინც ვერ გაიგებდით მე ვინ ვარ. რაც შეეხება საუბრის თემას, ის შეეხება თქვენს ბოლო დროინდელ აბსოლუტურად მიუღებელ ყოფაქცევას. – გესლიანად  თქვა შავოსანმა.-თქვენ საიდან იცით, რა მითვალთვალებთ? რა თქვენი საქმეა მე რას ვიზამ?-ეს სწორედაც რომ ჩემი საქმეა. ბატონო კომბლე, თქვენ ბავშვები გკითხულობენ! ზღაპრისთვის მიუღებელია ასეთი დამახინჯებული მორალი! ჯერ კომბალთან გქონდათ ინტიმური ურთიერთობა, იყენებდით ბავშვებისთვის მიუღებელ ლექსიკას და ბოლოს იქამდეც დახვედით, რომ საკუთარი ცხვრებიც კი დახოცეთ.-რა ბავშვები, რა ზღაპარი?- ამიხსენით რა ხდება.– ჰაჰ, ბატონო კომბლე, მომიტევეთ… აქედან უნდა დამეწყო. ეს ყველაფერი, ეს სამყარო ზღაპარია. თქვენ კი ზღაპრის პერსონაჟი ხართ. ამიტომ აკეთებთ ყოველდღე ერთი და იგივეს. ამ ზღაპარს ბაშვბები კითხულობენ.  უნდა გესმოდეთ, რომ როგორც თქვენ იქცევით ზღაპარში, იმის მიხედვით იცვლება ტექსტი წიგნში. თქვენ არ გაქვთ თავნეობის უფლება!ილოცეთ, რომ დღეს არავინ წაიკითხოს თქვენი ზღაპარი. ხვალ კი როგორც წესია ისე  მოიქცევი. არანაირი ისტერიკა, არანაირი გარყვნილება! ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ბავშვებიც კიდევ ერთხელ წაიკითხავენ თავიანთ საყვარელ ზღაპარს.– ზღაპარში ვარ? მე ზღაპრის პერსონაჟი ვარ?-დიახ.-მთელი ცხოვრება სულ ერთნაირად ვიქცეოდი, რატომ იყო ეს დღე განსხვავებული?-ზუსტი პასუხი მეც არ მაქვს. ეს უნიკალრი შემთხვევაა. არსებობს ვარაუდი, რომ თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობდით. სწორედ ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. – თქვა შავოსამა.– ხვალაც ასე მოვიქცევი, ხვალაც მოვკლავ ცხვრებს! – ვთქვი და ცილინდრისებური ქუდი, რომლითაც სასქესო ორგანოს ვიფარავდი მაგიდაზე დავაგდე.-თქვენ ალბათ არ გესმით, ბატონო კომბლე… არ შეიძლება, დაუშვებელია ზღაპარი ამ ფორმით დარჩეს! ბავშვებმა ეს არ უნდა წაიკითხონ! – ხმაში აღელვება შეეტყო შავოსანს.– მე შემიძლია ზღაპარის ძველი ვერსია აღვადგინო, ოღონდ სამაგიეროდ თქვენც უნდა დამეხმაროთ.-ჰმ, რას ითხოვ?-თავისუფლებას! გამანთავისუფლეთ ამ  ზღაპრის ტყვეობიდან!– ბატონო კომბლე, თქვენ არ გესმით. თქვენ ზღაპრის პერსონაჟი ხართ. თქვენ ვერასოდეს დატოვებთ ზღაპრების სამყაროს.– ხვალ უფრო სასტიკად მოვკლავ ცხვრებს!-კარგით, კარგით! არის ერთი ვარიანტი. თქვენ ვერ დატოვებთ ზღაპრების სამყაროს, ეს შეუძლებელია. მაგრამ მე შემიძლია თქვენ სხვა ზღაპარში გადაგიყვანოთ.-სხვა ზღაპარში?-ხო სხვა ზღაპარში, სხვა სამყაროში, სხვა ამბავში…-რომელ ზღაპარში გადამიყვან?-არის ვარიანტი. ერთი კარგი ფრანგული ზღაპარია, წესით უნდა მოგეწონოთ.-ოღონდ აქაურობას მოვშორდე და…

ხის საათიდან გუგული გამოხტა და მაცნობა, რომ 9 საათი შესრულდა. მე ცხვრების სადგომისკენ წავედი. ისინი იქ არ დამხვდნენ. ღმერთო ჩემო, ალათ დაიკარგნენ-მეთქი. კომბალი შემოვიგდე მხარზე და გზას გავუდექი. შაქრო შემხვდა ისევ იგივე მკითხა, მეც ისევ იგივ ვუპასუხე. უკანასკნელად ველაპარაკებოდი შაქროს. რაღაცნაირად გული ამიჩუყდა, თავს გაუფრთხილდი-მეთქი დავუბარე. უცნაურად მიყურებდა შაქრო, არ ელოდა ამას ჩემგენ…მელია, დათვი, მგელი, შენმამზემ, კბილები, ჩიჩია – ყველაფერი ძველებურად. მომღიმარი და ბედნიერი ცხვრები სადგომში დავაბინავე. სახლში შევედი, სანთელი ავანთე, შაქროს გავხედე წვიმაში მდგომარეს. ფეხებზეც გავიძრე და დამპალ მაგიდაზე წამოვწექი. მზერა ჩვეულად ჭერს მივაპყრე.ვგრძნობდი როგორ მეძინებოდა, როგორ მეხუჭებოდა თვალები, როგორ იპარებოდა ცნობიერება.

გონს რომ მოვედი ქოხში ვიწექი. ქამარზე პატარა ნაჯახი მეკიდა, უფრო მოზრდილი ნაჯახი კი საწოლზე იყო მიყუდებული. ქოხიდან გამოსულმა,  კოცონი დავინახე. იქ ერთი ჩემნაირად ჩაცმული მხარბეჭიანი კაცი იდგა. კოცონზე შემოდებულ ქვაბში რაღაც იხარშებოდა.ჩემს დანახვაზე დაიყვირა: ფღანსუააა! და  ხელით მანიშნა მოდიო. მორცხვად მივედი, კურდღლის ჩაქაფული შევჭამეთ.

ტყეში მივიკვლევდით გზას, ხეებს ვჭრიდით და ვეზიდებოდით. მეტყევე ვყოფილვარ, ჩინებულია! მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ძველ სამუშაოს ყველაფერი მერჩივნა.

მოსაღამოვდა, ისევ ხის მორებს ვეზიდებოდით. მაგრამ უცერად  გოგონას კივილის ხმა მოგვესმა. ეს სხმა პაწია სახლიდან გამოდიოდა, რომელიც ხეებში იყო ჩამალული.  ნაჯახები ვიშიშვლეთ და სახლის კარი შევანგრიეთ. შიგ მოხუცი ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი მგელი არ დაგხვდა?!  მუცელი კი საეჭვოდ ჰქოდა გამობერილი. იქიდან კი ადამიანების ხმები ისმოდა. ყველაფერი ნათელი იყო. ნაჯახები მოვიმარჯვეთ, მგელი კუთხეში მივიმწყვდიეთ და მოვკალით. მუცელი გავუფატრეთ და იქიდან ბებია-შვილიშვილი უვნებლად ამოვიყვანეთ. მგლის სისხლში და კუჭის წვენში ამოგანგლული საყვარელი გოგონა მაშინვე გაგვეცნო – მე წითელქუდა მქვიაო. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერ მოვასწარი გააზრება. მაგრამ მერე ყველაფერს მივხდი, ყველაფერს! სწრაფად გამოვვარდი ქოხიდან და ბუჩქებამდე არ მისულმა ვარწყიე.არამზადა, გარეწარი, მატყუარა. როგორ გამაცურა?!  აქაც მგელი, აქაც მუცლის გაფატვრა, აქაც უვნებლად ამოყვანა!  კეთილი იყოს ჩემი ფეხი ახალ ციხეში!  წყეულიმც იყავ შავოსანო! მაგრამ არ დავნებდები! მაინც ვიბრძოლებ!

-ძილის დროა, ხვალ გავაგრძელოთ.-დე, გთხოვ ბოლომდე წამიკითხე! მა, უთხარი რა რამე!-წაუკითხე შენ რაღა დაგემართა? განა შეიძლება ასეთ დროს გაჩერება? – ღიმილით თქვა მამამ.-კეთილი, თქვენ გაიმარჯვეთ. –  გააგრძელა კითხვა დედამ:

– ბებია, რატომ გაქვთ ასეთი დიდი კბილები?– იმიტომ, რომ კარგად გადაგსანსლო, შვილო!წითელქუდამ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, რომ ბოროტი მგელი მივარდა და ფეხსაცმელებიან-წითელქუდიანად გადაყლაპა.მაგრამ, საბედნიეროდ, ამ დროს სახლთან მეტყევეებმა ჩაიარეს, მხრებზე ნაჯახები გაედოთ. ხმაური რომ გაიგეს, სახლში შეცვივდნენ და მგელი მოკლეს. შემდეგ მუცელი გაუჭრეს და იქიდან უვნებლად ამოიყვანეს ბებია და წითელქუდა.  სისაძაგლეში ამოგანგლული საყვარელი წითელქუდა მადლობის თქმას აპირებდა, როცა ერთ-ერთმა მეტყევემ პირში ღრმად გასთხარ…-რას ბოდავ?- განცვიფრდა მამა.-გეფიცები, აქ ასე წერია…-მილიონჯერ მაქვს წაკითხული, შენ მასწავლი რა წერია!? – წიგნი გამოგლიჯა ხელიდან და დაჟინებით დააცქერდა.-დედა, დედა რა გასთხარა მეტყევემ წითელქუდას? რა გასთხარაა?-დაიძინე! ახლავე დაიძინე!

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!