fbpx

ძილისპირზე მორბენალი – ნაწილი I

0

 

  ნაწილი I

უსიცოცხლოდ ვგდივარ ხის დამპალ მაგიდაზე, ჩემი მზერა მაღალი ჭერისკენაა  მიმართული. ადგომის თავი არ მაქვს, არაფრის თავი არ მაქვს, უბრალოდ ვგდივარ და უბრალოდ ვბოდავ:კომბლებს ვთლი და ჭერში ვაწყობ; კომბლებს ვთლი და ჭერში ვაწყობ; კომბლებს ვთლი და ჭერში ვაწყობ;  ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავთ? აბა, კბილები დაკრიჭეთ!  ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავთ? აბა, კბილები დაკრიჭეთ! კობლე რა კაცია? კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხობს. არა მართლა რა კაცია კომბლე? მისი სიცოცხლის  არსი ამ უტვინო ცხვრების მარადიული დევნაა?

 

ხის საათიდან გუგულმა ხმაურიანად გამოყო თავი და 9 საათის შესრულება მაცნობა. სახეზე ხელები ავიფარე და ამოვიოხრე. ახლა უნდა ავდგე და  ცხვრების სადგომი შევამოწმო. უნდა ავდგე მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა ადგომა. უნდა ავდგე, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი – იქ ცხვრები არ დამხვდებიან.ჰოი, საოცრებავ! სადგომში ცხვრები არ დამხვდნენ. ღმეთო ჩემო, ალბათ გზა აებნათ საწყლებს… უნდა ვიჩქარო! – ყალბი პათასით ამოვთქვი და ნელა, ჯოჯოხეთურად ნელა დავიძარი ჭერისკენ.კომბალი უკვე მხარზე მაქვს შემოგდებული და უღრანი ტყისაგან მივჩანჩაჩალებ. გზად შაქრო მხვდება.-ისევ  ცხვრები ხომ არ დაკარგე, ეგ სამგლეები, ჰა? – სიცილით მეკითხება შაქრო.მინდა ვუთხრა,  გაიარე რა, ჩემო ძმაო, სანამ დაგიშვი კომბალი. მაგრამ  ვპასუხობ ისე, როგორც ყოველთვის: ჰო, შაქრო, იმ სამგლეებს ვეძებ. შემთხვევით ხომ არ დაგინახავს?შაქრო მპასუხობს, რომ არ დაუნახავს ჩემი ცხვრები და მეც ვაგრძელებ გზას. შაქროს ყოველდღე ვხედავ, მაგრამ მას საერთოდ არ ვიცნობ. ყოველდღე ერთი და იგივე ადგილზე მხვდება და ყოველდრე  ერთი და იგივეს ვლაპარაკობთ. მგონი მას მხოლოდ ეს ფუნქცია აქვს – მკითხოს ჩემს სამგლე ცხვრებს ხომ არ ვეძებ.

 

დიდ მუხისგან სამ ნაბიჯზე ვარ. წესით ახლა უნდა წამოვიდეს კოკისპირული წვიმა. ასეც ხდება. ეს სტაბილური სამყაროა. აქ ყოველდღე ის ხდება, რაც მოხდა გუშინ.  მთელი მარადისობაა აქ ვარ და არასდროს არ მომხდარა გაუთვალისწინებელი რამ.ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ცხვრები მგელმა შესანსლა. მაგრამ მაინც მელიიდან და დათვიდან უნდა დავიწყო.  მე მათ ვკითხავ ცხვრები ხომ არ უნახავთ, ისინი მიპასუხებენ – არა შენმამზემ. მე მივუგებ – აბა კბილები დაკრიჭე და მას შემდეგ, რაც ისინი დაკრიჭავენ კბილებს, ჩემთვის უნდა აღვნიშნო გონებაში, რომ  ჩიჩია არ ჰქონდათ კბილებში. ჩიჩია, ჩიჩია, ეშმაკმა დალახვროს ჩიჩია!წვიმას უმატებს, ცა გადმოიქცევაზეა. სრულიად გალუმპული ვდგავარ მუხის წინ.  წვიმა ავსებს ჩემს არსებას სიბრაზით, სასოწარკვეთით, დაღლილობით, მრისხანებით.გრძნობამორეული მხრიდან ვიღებ კომბალს და გამეტებით ვურტყამ მუხის ხეს. ვურტყამ და თან  ვყვირი: ჩიჩიაააა, ჩიჩიააა, ჩიჩიააა, ჩიჩია შენი დედაც!ძალაგამოცვლილი ვეცემი ნაბეგვი მუხის ფესვებთან და ვტირი. ვტირი ჩემს გულისამრევად პროგნოზირებად და მოსაწყენ ცხოვრებაზე. შემდეგ კომბალს ვუყურებ გაშტერებით, თითქოს მის მოლიპლიპე ზედაპირზე რაიმე განსაკუთრებულს ვხედავდე. კომბლის ყურება მბეზრდება და რაც ძალი და ღონე მაქვს თავში ვირტყამ. პირველ დარყმას ჩემი სიცილი მოყვა. მერე მეორეჯერაც დავირტყი, მერე მესამედაც. სიცილმა იმატა და ისტერიკაში გადაიზარდა.ესეც მომბეზრდა და კომბალი სადღაც შორს მოვისროლე. ვეგდე ტალახში და თანდათან ვაანალიზებდი, რომ ეს დღე რაღაც განსხვავებული იყო. ადრე არასოდეს მიტირია, ადრე არასოდეს მიცემია მუხა, ადრე არასოდეს მოვპყობივარ ჩემს კომბალს ასე უდიერად.

ძლივს წამოვდექი და  მერე კარგა ხანს ვეძებდი კომბალს. აი, ისიც ბუჩქებში ყოფილა. ავიღე, სახესთან ახლოს მივიტანე და ვუთხარი, მაპატიე. კიდევ ერთხელ ვთხოვე პატიება და ვნებიანად ვაკოზე.  ისე ვაკოცე, როგორც მხოლოდ ვენესუელურ საპნის ოპერებში კოცნიან ხოლმე. ოღონდ,  თუ ღმერთი გწამთ,  არ მკითხოთ საიდან ვიცი ვენესუელური სერიალები. მერე კიდევ ვაკოცე, მერე კიდევ და კიდევ ვაკოცე. ვნებისგან აფორიაქებულმა კომბალი მიწაზე  დავაგდე და უსწრაფესად დავიწყე ტანსაცმლის გაძრობა.  ნახევრად შიშველმა კომბლისკენ დავიხარე. ისე კოკისპირულად წვიმდა. თავიდან ბოლომდე, მთელი სხეული, ყოველი მილიმეტრი ნაზად დავუკოცნე კომბალს. უკვე შარვალიც გავიხადე, კომბალი ბრუტალურად გადმოვატრიალე  და მთავარზე ვაპირებდი გადასვლას, როცა მელია გამოჩნდა.-აქ რა ხდება? – დაიწიკვინა გაოგნებულმა მელიამ.-არაფერი, ჩემს კომბალს ვწმენდდი.-შიშველი? თან ენით?-ხო, რა გაიკვირვე! და საერთოდ აქ მე ვსვამ კითხევბს!– სერიოზული გადახრები გაქვს, შენმა მზემ… – ჩაისისინა  მელიამ-ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავს?-არა შენმა მზ…- დამთავრება არ ვაცალე მელიას.-ხო, ხო ვიცი არა შენმა მზემ, კბილებშიც არ გაქვს ჩიჩია. მოკლედ, გაირე, მოკურცხლე აქედან.-ეჰ,შენ მართლა გარეკე.საუბრით დაღლილმა კომბალი მოვუღერე  მელიას და ისიც სწრაფად  გაიძურწა.

ასი მეტრი არ მქონდა გავლილი, როცა წინ მურა დათვი ამეტუზა.  არაფერი განსაკუტრებული და მოსაყოლი: ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავს, არა შენმამმზემ, აბა კბლები დაკრიჭე, ჰმ, არ აქვს ჩიჩია…ბოლოს როგორც იქნა მგლამდეც მივაღწია. მოვლენები ნაცნობი სცენარით წარიმართა აქაც. არ მინახავს შენმა მზემ, კბილები დაკრიჭე, კბილებში ჩიჩია გაქვს, შე ბოზო! დაჰკარ,დაჰკარ,დაჰკარ დაჰკარ.  მერე მუცელი გავუჭერი და ეს იდიოტი ცხვრები უვნებლად ამოვიყვანე. ამდენი ხანია ამას ვაკეთებ  და მაინც სულ მაწუხებს ის ფაქტი, რომ თუ მგელს კბილებში ჩიჩია აქვს, უვნებლად როგორ ამომყავს ეს ოხერი ცხვრები?!

სახლში მივედი. ცვხრები დავაბინავე. ისინი მიამიტი და საყვარელი თვალებით მიყურებენ, თითქოს ვუყვარვარ, თითქოს ხვალ ისევ არ დაიკარგებიან და მე ისევ არ მომიწევს მათ დასაბრუნებლად წასვლა. თავი ბერძნული მითის გმირი მგონია, რომელიც გაუთავებლად, მარადიულად აკეთებს ერთი და იგივე რაღაცას.  და კიდევ, თუ ღმერთი გწამთ, არ მკითხოთ საიდან ვიცი ბერძნული მითების შესახებ.

სახლში შესული სისხლიან კომბალს იატაკზე  ვაგდებ. სანთელს ვანთებ და  ფაჯარაში ვიხედები. გარეთ ისევ წვიმს და შაქროც ისევ იქ დგას, სადაც უნდა იდგეს. მე მელოდება, მელოდება რომ ხვალ ის უაზრო ფრაზა მითხრას ჩემს სამგლე ცხვრებზე.ისევ დამპალ ხის მაგიდაზე ვწვები  და ისევ ჭერში ვიხედები. ჭერი ესაა ათასი კომბლის ქვეყანა.  შუაღამეს კიდევ ერთი ახალი კომბალი შეემატება თანამოძმეებს. ვერ გამიგია რაში მჭირდება ამდენი კომბალი, მაგრამ რომ არ გამოვთალო უბრალოდ არ შემიძლია…ვწევარ და ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე. ხვალინდელ დღეზე ფიქრი ყველაზე სევდიანი ფიქრია სამყაროში. მახსენდება არამზადა ცხვრების მიამიტი, სიყვარულით აღსავსე თვალები და აქამდე უჩველო მრისხანება მიპყრობს.

კომბალს ვავლებ ხელს და სადგომისკენ გავრბივარ. კარებს ვაღებ.  ცხვრები ისევ მიამიტი, საყვარელი თვალებით მიყურებენ. მე ვუღიმი, თან კომბალს ვათამაშებ ხელში. ისინიც მიღიმიან, მეც ვუღიმი. მერე ერთად ამბობენ: კობლე ის კაცია, კომბლებს თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებს.  მე ჰაეროვნად ვამბობ- არა, კობლე ეგ კაცი არაა  და  თან გამეტებით ვიქნევ კომბალს. თავში ვურტყამდი ცხვრებს და თან ვყვიროდი: აი, ასეთი კაცია კომბლე, აი ასეთი კაცია კომბლე! მანამ არ გავჩერდი სანამ მათი თავები მაწყვის იოგურტს არ დავამსგავსე. ღმერთო ჩემო, რა ტვინი წაიღეთ?! საიდან ვიცი მაწყვის იოგურის შესახებ არაა თქვენი საქმე!

სისხლში ამოგანგლული სახლში დავბრუნდი. სისხლიანი ტანსაცმელი გავიხადე და ბუხარში შევყარე. დოქიდან ღვინოს ვყლურწავდი, როცა კარზე  კაკუნი გაისმა. დოქი ხელიდან გამივარდა –  არასდროს არავის არ დაუკაკუნებია ჩემს კარზე. აკანკალებული, აღელვებული ვუახლოვდებოდი კარს,  ისიც კი დამავიწყდა, რომ შიშველი ვიყავი.

იხილე ნაწილი II…

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!