fbpx

მარადისობის ისტორია

0

                             

მარადიულ კარიბჭესთან ისევ ორნი იდგნენ, ნიკოლი თავისი ლამაზი ბაფთით პირველ შეხვედრაზე რომ ეკეთა და თავად, 26 წლის თბილისელი ბიჭი მოკლე წვერით და ლამაზი ღიმილით.მერამდენე დღეა ხედავს მარადიულ კარიბჭესთან ნიკოლს და იტანჯება ოფლი მოსდის შუბლზე, მერამდენე დღეა ასეთ სიზმარს ხედავს და მის რეალობად ქცევაზე ოცნებობს, ღამის სამი საათია, ახლა მის სიზმრებში კი სატანჯველად მოევლინა მარადიულ კარიბჭესთან ნიკოლი, როგორ უნდა სიმართლე იყოს და არა ილუზია, შემდეგ წამით ყველაფერი თეთრდება და სინათლის უეცარი გამონათება ნიკოლის ნაკვთებს კიდევ დიდხანს გააქრობს მისი გონებიდან, ქუჩიდან შემოსულმა თეთრმა სინათლემ თვალი მოჭრა და ხმაურმა გააღვიძა. ღამის სამ საათზე მისი ხმაურიანმა მეზობელმა მოაღწია სახლამდე და ბიჭსაც არ გაუმართლა მისი ოთახის ფანჯრიდან სწორედ ასე მარტივად შეეძლოთ აბეზარ სინათლის ნაწილაკებს მისი სიზმრის დაფრთხობა.                                                                                                                                                                                                             2018 წლის 22 ივლისი კალენდარზე ეს თარიღი ლურჯად იყო გადახაზული, დღეს სწორედ ეს დღეა, რომლისთვისაც ბიჭი უკვე ორი თვეა ემზადება, წამოდგა სინათლე აანთო მკვეთრად გახაზულ თარიღს შეხედა, თითქოს დღეს მისი ცხოვრების კამათლები თავიდან უნდა გაეგორებინათ, საბოლოოდ უნდა დაეღწია თავი დაწყევლილი წრისათვის. საწოლთან ნახევრად სავსე პატარა ჭიქა იდგა, გვერდით წერილი, რომელიც წინა საღამოს დაწერა დედისათვის, ლამაზი წარწერა კონვერტზე მკვეთრად ჩანდა “მიყვარხარ დედა”, ადრესატს გვერდით ოთახში ეძინა და წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა მოეტანა მისთვის დღევანდელ დღეს. ბიჭი ჩუმად, დედამისი რომ არ გაეღვიძებინა, საპირფარეშოში შეიპარა უნიტაზის უკან კედელში დამალული სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტი გამოიღო, მჭიდი შეამოწმა ბოლო ერთ თვეა ამ სცენას იმეორებს დღეს კი მოქმედების დღე იყო და კარგად იცოდა ბოლოჯერ აკეთებდა მსგავსად, თავი ნელა წამოწია სარკეში ჩაიხედა, გრძელი შავი თმები შუბლზე აქა იქ მოდებული ჰქონდა, ხელით გაისწორა იარაღი უბეში ჩაიდო და უკან ოთახში დააპირა დაბრუნება, რა დროსაც დედამისის ხმა გაიგო -შვილო კიდევ ასე ადრე გაგეღვიძა თუ ჯერ არც დაგიძინია?-დიდი ხანია მძინავს და როგორც იქნა გავიღვიძე დე, მძიმედ ამოიხვნეშა დედასთან ოთახში შევიდა დაღლილ ქალს შუბლზე აკოცა, როგორც სჩვეოდა უთხრა ძილი ნებისა უსურვა და თავის ოთახში დაბრუნდა, დედასაც არ გაჰკვირვებია, დილით ადრე უნდა წასულიყო სამსახურში, გადაბრუნდა და ძილიც გააგრძელა.                                                                                                                                                                                                    ამასობაში 4 საათიც მოვიდა საათი ისრები ადრინდელზე სწრაფად მოძრაობდნენ და ბიჭის გულისცემაც გამალებით ნელ-ნელა მატულობდა. უჯრა გამოაღო პატარა სურათი ამოიღო, ნიკოლთან გადაღებული, მაშინ ოცი წლისები იყვნენ, ორივე ერთად სწავლობდნენ უნივერსიტეტში, ორივეს სახეზე უცოდველი ღიმილი იყო და მათ შორის არ არსებობდა წინააღმდეგობა მხოლოდ ბავშვური, პირველი სიყვარული, უნივერსიტეტში შეხვდნენ კიბეებზე ადიოდა ნიკოლი მხარი გაკრა და მაშინ მოხდა ის რასაც ყველა ადამიანი მთელი ცხოვრება ელოდება, ორმა უმწიკლო სულმა ერთმანეთი იპოვა, ერთმანეთს შეხედეს, ორივესთვის სამყარო მილიონობით დამატებითი ფერი გამოუჩნდა უკეთ დასანახად და თან ყველაფერი ერთად გაქრა, მხოლოდ ორი უცნაური და დაბნეული სული. ასე გაიცნეს ერთმანეთი ზამთრის ერთ ცივ დღეს, ბევრჯერ გაიხსენებდნენ ხოლმე ამ დღეს ღიმილით და დროც ისე გადიოდა თითქოს მიფრინავსო. სურათი ჯიბეში ჩაიდო იარაღს კიდევ ერთჯერ სანთლის შუქზე გახედა მჭიდი ამოიღო ტყვიები მეათასედ გადათვალა სათითაოდ მაგიდაზე დააწყო და ფიქრს მიეცა, რა პატარები იყვნენ, მაგრამ დიდი ძალა კი ჰქონდათ ყველაფრის შეცვლა შეეძლოთ. მისი ხელფასით ძლივს იყიდი ერთი თვის წინ და იმის მერე ასე ათვალიერებდა ყოველ დილით.          იარაღი მაგიდაზე დადო, საწოლზე გადაწვა თვალები დახუჭა და ფიქრი დაიწყო, ძალიან მალე ის და ნიკოლი ერთად იქნებოდნენ, ზღვის ნაპირას სახლს იყიდდნენ, ისიც მამამისს მოსტაცებდა ერთადერთ შვილს, ყველა შეურაწყოფას დაივიწყებდნენ, ყოველ საღამოს აივანზე საქანელა სკამზე ჩამოჯდებოდნენ, მზის ბოლო სხივებს თვალს გააყოლებდნენ, აღარ იქნებოდა ნიკოლის ბოროტი და ანგარებიანი მამა, ოთხი წლით რომ მოსტაცა სიყვარული და ასე აქცია ლანდად ამ ოთხ წელში. რამდენ ტკივილს გაუძლო ამ ოთხ წელში ბიჭმა სიღარიბეს ებრძოდა, სად აღარ იმუშავა ქონების დასაგროვებლად, მამამისისთვის თავი უნდა მოეწონებინა, მაგრამ სამყარო არ აძლევდა ამის საშუალებას და ისევ თვიდან თვემდე ძლივს გაჰქონდა თავი, ზოგჯერ დედამისიც კი ეხმარებოდა თავისი დამლაგებლის ისედაც მცირე ხელფასით. რამდენი ბედნიერი მომენტი იყო მის ცხოვრებაში მაგრამ ნიკოლის გადამკიდეს ერთი წამით არ მიუცია საკუთარი თავისთვის ბედნიერების უფლება.                                                                                                                        ორი თვის წინ საერთო მეგობრისგან ნიკოლის დანიშვნის ამბავი გაიგო, გაიგო ისიც 3 თვეში მდიდრული ქორწილი დაეგეგმა მის გაბოროტებულ მამას, ვიღაც მდიდარი ოჯახის წევრზე ათხოვებდნენ, საერთო ნაცნობმა ისიც უთხრა ბედნიერი არ უნდა იყოსო ნიკოლი მთლად და ბიჭსაც ცოტა მოეშვა მიხვდა ისიც მასსავით იტანჯებოდა, მიზანიც დაისახა 3 თვეში უნდა ეშოვა საკმარისი ფული გასაქცევად, ნიკოლს მოკიდებდა ხელს და მათ საოცნებო ადგილას წავიდოდნენ მარტონი სამუდამოდ.

      

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!