სი(ჩუ)მე

Comments

* * *
ჩუ..

არავის არ ვეტყვი

რომ მომენატრე..

რომ შენი თითები მჭირდება..

შენი ხმა

ჩახუტება მაკლია..

რომ შენს ფოტოებს

ვათვალიერებ..

იცი აღარ

ვტირი..

უბრალოდ ემოციებმა შემომიტიეს..

ვცდილობდი აღარ დამეწერა..

(თითქმის ყველაფერი დავწვი)

მაგრამ ისევ აქ ხარ..

ჩემს ფიქრში

და იღიმი..

დიდიხანია აღარ მომისმენია შენთვის..

ჩუ..

არავის არ ვეტყვი

რომ მოგენატრე..

რომ ჩემი თმის სურნელზე ფიქრობ..

ჩემი ლავიწები გელანდება..

ჩემს თითებს გრძნობ..

ცივ ქარებზე ბრაზდები..

წვიმას ელოდები..

ხელებს ყავით ითბობ..

ჩემი მაისური დაგაქვს ყველგან

ჩემს ჩანაწერებს კითხულობ..

ტუჩის კუთხეს ტეხ

და ცრემლებს აჩერებ..
..
ჩუ..

მე ჩვენი სიჩუმე მომწონდა..

ნიკოტინით გაჟღენთილი ოთახიც მივატოვეთ..

აღარ არის კედლებზე შენი ფოტოები..

არც ყვითელი ფოთლები..

(გადასხვაფერდნენ)

ჩვენც ერთმანეთს გადავეჩვიეთ..

არ მაკანკალებს ჩახუტების დროს..

მხოლოდ ხელები მეყინება

და ქურთუკის ქვეშ ვმალავ..

ისევ დიდი მაისურებით..

ჭრელი თმებით დავდივარ..
..
ჩუ..

მოდი შენი გიტარით ჩემამდე..

მომიწექი

და

თავიდან დაარღვიონ

სიჩუმე სიმებმა..

ისევ ყავა გამეფდება ოთახში..

შენი სუნამოს სუნით

გავავსებ ფილტვებს..

ჩაგეხუტები..

მინდა მთვარესთან ერთად მოდიოდე..

შუბლზე მკოცნიდე..

და

რჩებოდე სამუდამოდ..

ჩემთან სხვანაირად თენდება..

შენი ჰაერივით იშვიათად ამოდის

მზე ჩემი ფანჯრებიდან..
..
ჩუ..

ისევ მინდა გრგძნობდე..

შენზე დაწერა შემეძლოს..

შენს მუსიკას ვუსმენდე..

შენს ხმაზე ვიძინებდე..

(ზუსტად ისე როგორც ადრე)

შენ ჩემს გაბრაზებას სიჩუმით პასუხობ..

მახსოვს კარგად იყო ყველაფერი..

მერე ორივე შევიცვალეთ..

შენ სევდიანი გამოხედვა გაქვს..

(უკვე მერამდენედ დაგიტოვე ჩემთან)

წლებია ერთმანეთი “გვყავს”..

ოღონდ იყო..

ოღონდ არსებობდე..

ოღონდ სუნთქავდე..

მე უშენოდ დაძინებას ვეცდები..
..
ჩუ..

(ზუსტად ვიცი როგორ გაგაჩუმო)..

შენ ჩემი ემოციები გაშინებდა..

მოვდივარ შენთან..

ტუჩთან გკოცნი..

ჩემს სუნთქვას გატოვებ

და

ვქრები..

ჰო იცი ცამდე..

იმის იქითაც..

სადღაც დედამიწიდან შორს..

მიყვარხარ..

(მაგრამ არ ვიცი რამდენად გინდა

რომ მიყვარდე)

ჩუ..

მოდი ჩამეხუტე..

არავის არ ვეტყვი

რომ ერთმანეთი მოგვენატრა..

facebook კომენტარები
Choose your Reaction!